სახელმწიფო ქონების შესყიდვის შესახებ კანონის მე-3 მუხლი ადგენს თუ ვინ შეიძლება იყოს შემძენი, კერძოდ: საქართველოს/ უცხო ქვეყნის მოქალქე, კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება რომლის ქონებაშიც სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, აგრეთვე სახელმწიფოს, სხვა სუბიექტის ან სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული.
გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება, როცა მისი შემძენი შესაძლებელია იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ან უცხო ქვეყნის ის მოქალაქე, რომელსაც საქართველოში რეგისტრირებული აქვს კერძო სამართლის იურიდიული პირი.
სახელმწიფოსგან მიწის შესყიდვის ფორმები
მიწის სახელმწიფოსგან შესყიდვის ორი ფორმა არსებობს: აუქციონი, პირდაპირი მიყიდვა და პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე; იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვა; აუქციონზე ქონების განკარგვა წარმოადგენს ქონების გასხვისების ერთ-ერთ გავრცელებულ ფორმას, რომლის მიზანია საკუთრების უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით განკარგვა ხორციელდება ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის მეშვებით, რის შესახებ ინფორმაცია განთავსდება სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის ინტერნეტ გვერდზე და ვებ-გვერდზე , რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება.
ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი უნდა დარეგისტრირდეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებ- გვერდზე .
როდესაც გამოცხდადდება აუქციონი კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე, შესაძლებელი იქნება მისი სეძძენა სახელმწიფოსგან. ამასთან, თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი სახელმწიფო ქონების განკარგვა, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება, როგორც განმეორებითი აუქციონი.
განმეორებით აუქციონზე სახელმწიფო ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
პირდაპირი მიყიდვა- ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, ცალკეულ შემთხვევებში, ამ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება დააკისროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს. ამ შემთხვევაში პრივატიზება ხდება ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით მთავრობის მიერ სათანადო აქტის მიღებით.
ვადები: აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის განმავლობაში.
ამ და სხვა სერვისებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მომართოთ ჩვენს იურიდიულ კომპანიას და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია დასმულ საკითხთან დაკავშირებით.