პერსონალურის გეგმა:
ქართული საკანონმდებლო სივრცე აწესებს პერსონალური მონაცემების დაცვის მექანიზმებს. ახალი კანონი, რომელიც ძალაში 2024 წელს შევიდა იცავს პირის მონაცემებს, რომელიც უნიკალურია და მხოლოდ გამონაკლისს შემთხვევებშია მისი დამუშავება შესაძლებელი. იგი შესაბამისობაშია მოყვანილი 2018 წლის ევროკავშირის მონაცმეთა დაცვის ზოგად რეგულაციასთან (gdpr).
რა არის ევროკავშირის მონაცმეთა ზოგადი რეგულაცია?
რეგულაცია უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დაცვის განსხვავებულ, მეტად მკაფიო მექანიზმების შემუშავებას.
მისი მიზანია ტექნოლოგიური პროგრესისა და თანამედროვე გამოწვევების პირობებში სათანადოდ დაიცვას ინდივიდის უფლებები. რეგულაცია სრულად ვრცელდება ევროკავშირის წევრსახელმწიფოებზე, თუმცაღა იგი შეეხება იმ ორგანიზაციებსაც, რომლებიც ამუშავებენ ევროკავშირში მყოფი პირების მონაცემებს.
საქართველო ევროკავშირის კანოდიდატის სტატუსით სარგებლობს და, შესაბამისად, იგი ვალდებულია შესაბამისობაში მოიყვანოს კანონმდებკობა ევროკავშირის რეგულაციებთან.
რა არის პერსონალური მონაცემი?
პერსონალური ინფორმაციას წარმოადგენს ნებისმიერი ის ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ინდივიდთთან და რისი მეშვეობითაც ხდება მისი იდენტიფიცირება.
პერსონალურ მონაცემს წარმოადგენს: ჩვენი სახელი და გვარი, საიდენთიფიკაციო კოდი, სოციალურ ქსელების მონაცემები და ა.შ. გარდა ამისა, არსებობს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები, რომლებიც შეეხება პირის რელიგიურ მრწამსს, ჯანმრთელობას, ნასამართლეობას, ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს.
როგორ ხდება მონაცემთა დამუშავება:
უკანონოდ პირის მონაცემების დამუშავება მაგალითდ: პირისთვის ვიდეოს დაუკითხავად გადაღება, სოციალური ქსელის გატეხვა და მისი პერსონალური მონაცემების დამუშავება.
საკანონმდებლო ჩარჩო საშუალებას იძლევა კონკრეტული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დამუშავდეს პირის პერსონალური მონაცემები:
- თუ თავად სუბიექტია თანახმაა
- კონკრეტული გარიგებიდან გამომდინარე აუცილებელია ონაცემების დამუშავება;
- კანონით გათვალისწინებულია (მაგალითად: ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას)
- საჯაროდ ხელმისაწვდომია ან თავად პირმა გახადა იგი საჯარო
- მონაცემთა დამუსავება აუცილებელია მისი ან სხვა პირის სიცოცხლის გადასარჩენად;
- მონაცემის დამუშავება აუცილებელია სუბიექტის განცხადების განსახილველად( მაგალითად, ნასამართელობის ცნობის აღებისას მუშავდება პირის პერსონალური მონაცემი)
პრინციპები:
იმისთვის, რომ დავადგინოთ რამდენად სამართლიანად მუშავდება ჩვენი პერსონალური მონაცემეი, აუცილებელია დამმუშავებლის მიერ დაცული იქნას კონკრეტული პრინციპები: მონაცემები მუშავდება სამართლიანად, პირისთვის გამწირვალედ და ღირსების შელახვის გარეშე, ამასთან მისი დამუშავება ;ეგიტიმური მიზნის მატარებელი უნდა იყოს და მხოლოდ იმ პროპორციით უნდა დამუშავდეს, რაც გამემოებებიდან გამომდინარეა საჭირო. მისი სამუდამოდ შენახვა კი დაუშვებელია.
აღსანიშნავია,რომ საჯარო დაწესებულების მიერ ბიომეტრიული მონაცემების დამუშევება შესაძლებელია მხოლოდ იმ მიზნით, რომ დაცული იყოს პირის უსაფთხოება და საკუთრება ასევე როდესაც საქმე ეხება საიდულო ინფორმაციის გამჟღავნებას.
გასათვალისწინებელია, რომ ინფორმაციის სხვა გზით მოპოვება უნდა იყოს დიდ ძალისხმევასთან დაკავშირებული. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება აგრეთვე ხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში.
იმ მიზნით რომ თავიდან იქნეს აცილებული სხვადსხვა სახის დანაშაულებრივი ქმედებები, რითაც დაცული იქნება ადამიანის ძირითადი უფლებები და საჯარო წესრიგი. იმ შემთხვევაში როდესაც საჯარო და კერძო დაწესებულებები ახორციელებენ ვიდეო თვალთვალს ამის შესახებ უნდა არსებობდეს ინფორმაცია თვალსაჩინო ადგილას, რათა პირი ჩაითვალოს ინფორმირებულად. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიდეო სისტემა და ჩანაწერები დაცული უნდა იყოს არამართლზომიერი ხელყოფისაგან.
საჯარო და კერძო დაწესებულებებს აქვს შესაძლებლობა რომ განახორციელონ ვიდეო თვალთვალი თავიანთი შენობებისა და ოფისებზე, თუ ეს აუცულებველია პირის უსაფრთხოებისთვის და სხვადასხვა ხულიგნური მავნებლობისაგან ქონების ან თავის დასაცავად. გასათვალისწინებელია, რომ ინფორმაცია ამის შესახებ უნდა იყოს თვალსაჩინო ისე,რომ ყველა ადამიანს მიუწვედებოდეს ხელი, რათა ისინი ჩაითვალნონ ინფორმირებულად.
სამუშაო ადგილას ვიდეოთვალთვალის განხორციელება არის შესაძლებელი თუ მიზანია პირის უსაფრთხოება, საქმე ეხება საიდუმლოინფორმაციას ან არსებობს საკუთრების ხელყოფის მაღალი საფრხე. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიების გასატარებლად არ უნდა არსებობდეს სხვა გზა.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვიდეოჩაწერა დაუშვებელია გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში.
თუ მიიჩნევთ რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კანონდარღვევით იქნა დამუშავებული, შეგიძლიათ მომართოთ ჩვენს იურიდიულ კომპანიას და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია დასმულ საკითხთან დაკავშირებით.