სტატიაში განხილული იქნება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) კონცეფცია, მისი ისტორიული განვითარება და დღეს არსებული სამართლებრივი მიდგომები, რაც გულისხმობს, თუ რა შემთხვევებში შეიძლება კომპანიის პარტნიორი პირადად იყოს პასუხისმგებელი კრედიტორების წინაშე. განხილული იქნება 1987 წლის ცნობილი საქმე Salmon v. A. Salmon & Co Ltd, რომელიც პარტნიორისა და კომპანიის სამართლებრივი განცალკავების მნიშვნელოვან პრინციპს ასახავს. სტატიაში მიმოხილულია საქართველოს სამეწარმეო კოდექსის მიხედვით არსებული სამართლებრივი რეგულაციები,
პარტნიორის პასუხისმგებლობის შეზღუდვისა და მისი ბოროტად გამოყენების საკითხები, როგორც გამჭოლი პასუხისმგებლობის დოქტრინის ნაწილად. ასევე განხილული იქნება საქართველოს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ყურადღებას ამახვილებს პარტნიორის ქმედებების ზეგავლენაზე კრედიტორების ინტერესებზე და პასუხისმგებლობის გაწევის შემთხვევებზე. აღნიშნული საკითხის გადაჭრისას, სტატია მიმართულია პრაქტიკული მაგალითების, მათ შორის საერთაშორისო მიდგომების, ანალიზზე და იმ მექანიზმებზე, რომლებიც მიზნად ისახავენ კრედიტორების დაცვას არაკეთილსინდისიერი ქმედებებისგან.
დღეს ყველასათვის ცნობილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კონცეფცია ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში იღებს სათავეს. ხშირად ისმის კითხვა, თუ ვინ არის პასუხისმგებელი იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორის წინაშე აღებულ ვალდებულებებს ვერ შეასრულებს შპს?! არსებული საკითხი 1987 წელს ბრიტანეთის ლორდთა პალატის მიერ იქნა განხილული საქმეზე Salmon v A Salmon & Co Ltd. სალმონი წარმოადგენდა ებრაული ტყავით მოვაჭრეს, რომელიც ფეხსაცმელებს აწარმოებდა. მან ბიზნესის უკეთ სამართავად შექმნა შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია. გარკვეული პერიოდის შემდეგ კომპანია გაკოტრდა და კრედიტორების მოთხოვნას ვეღარ აკმაყოფილებდა. შესაბამისად, კრედიტორებმა სალომანს ვალის გადახდა მოსთხოვეს პირადი ქონებით. ყველა ინსტანციის სასამართლომ განიხილა საქმე და საბოლოო ჯამში უზენაესმა სასამართლომ შემდეგი განმარტება გააკეთა, რომ სალომანი წარმოადგენდა კომპანიისგან დამოუკიდებელ სუბიექტს. შესაბამისად, პირადი ქონებით არ აგებდა პასუხს იმ ვალდებულებებზე, რომელიც წარმოშობილი იყო დირექტოული ვალდებულების შესრულებისას.
მნიშვნელოვანია აღნიშნული გადაწყვეტილება განვავრცოთ და დღევანდელობაში გადმოვიტანოთ, რათა საბოლოო კონსესუსამდე მივიდეთ. გამომდინარე იქედან, რომ პარტნიორს არ ეკუთვნის შპს და იგი მხოლოდ მისი წილის მესაკუთრეა, ვერ ვიტყვით, რომ მან უნდა აგოს თავისივე საკუთრებით პასუხი. რაც შეეხება დირექტორს, იგი სასამსახურეო ხელშეკრულების საფუძველზე კონკრეტულ პოზიციას იკავებს კომპანიაში, რათა მართოს იგი და გულისხმიერების ფარგლებში იზრუნოს კომპანიის ინტერესების დაცვასა და დივიდენდების მიღებაზე. შესაბამისად, ვერც ერთი მხარე ვერ აგებს პასუხს კომპანიის ვალდებულებებზე, მაგრამ არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, კერძოდ, როდესაც პარტნიორის არამალთზომიერი მოქმედების გამო საზოგადოების კრედიტუნარიანობა და მატერიალური მდგომარეობა იმდენად შელახულია, რომ საწარმოს არ შესწევს უნარი დაკმაყოფილოს კრედიტორის მოთხოვნა, ასეთ შემთხვევაში სამეწარმეო სამართალი იყენებს გამჭოლი პასუხისმგებლობის ინტიტუტს.
საქართველოს სამეწარმეო კოდექსის 26-ე მუხლის მიხედვით, თუკი შპს-ის პარტნიორი მისი პასუხისმგებლობის შეზღუდვის ფორმას ბოროტად გამოიყენებს, იგი პირადად იქნება პასუხისმგებელი საზოგადოების კრედიტორის წინაშე. შესაბამისად, კანონი გამოყოფს ორ მთავარ ინდიკატორს – პარტნიორი ბოროტად იყენებს მის მდგომარეობას და საზოგადოება უუნაროა დააკმაყოფილოს კრედიტორის მოთხოვნები.
მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას თუ რა შეიძლება ჩაითვალოს პარტნიორის მხრიდან მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად და რა შემთხვევაშია სახეზე გამჭოლი პასუხისმგებლობა. მაგალითდ, პარტნიორი და საზოგადოება ერთმანეთისგან განცალკავებული სუბიექტები არიან და შესაბამისად, მათი ქონება ერთმანეთისგან დემარკირებულია. კომპანიის ქონებასთან არ აქვს შეხება პარტნიორს და არც პირიქით. იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორს მიუწვდება ხელი საზოგადოების ქონებაზე და განკარგავს მისი ინტერესების შესაბამისად, მაშინ შესაძლოა, კონკრეტული მდგომარეობა იწვევდეს კომპანიის გადახდისუუნაროდ გარდაქმნას, ვინაიდან, პარტნიორი კოპანიის ქონებას მხოლოდ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე იყენებს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქმე #ას-1307- 1245-2014 და საქმე #ას-1158-1104-2014. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო, ეკისრებათ თუ არა კომპანიის პარტნიორებსა და დირექტორს პირდაპირ და უშუალოდ, მთელი მათი ქონებით პასუხისმგებლობა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებებისათვის, იმ შემთხვევაში თუ დადასტურებულია, რომ კომპანიას აღნიშნული ვალდებულებების შესრულება არ შეუძლია; საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმა ფართოდ განიმარტება და თავის თავში მოიცავს არა მხოლოდ პასუხისმგებლობის შეზღუდვის კორპორატიული ფორმის ბოროტად გამოყენებას (მაგ., კორპორაციის, როგორც მხოლოდ პარტნიორის მიზნის მისაღწევი „ინსტრუმენტის“ დანიშნულებით გამოყენება; „კორპორაციული ფორმალობების დაუცველობა“; კორპორაციის, როგორც პარტნიორის „ალტერ ეგოს“ არსებობა), არამედ თავად შეზღუდული პასუხისმგებლობის, როგორც პასუხისმგებლობის ელემენტის, ბოროტად გამოყენებას, რაც გულისხმობს პარტნიორის მიერ პასუხისმგებლობის შეზღუდვის პრივილეგიის მარტოოდენ სხვისი ინტერესების საზიანოდ გამოყენებას და საკუთარი ეკონომიკური რისკებისა და დანაკარგის სხვაზე გადაკისრებას კრედიტორის განზრახ შეცდომაში შეყვანით. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ პარტნიორის მიერ შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმის ბოროტად გამოყენება სახეზეა, როცა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი საზოგადოებაში უშუალოდ ხელმძღვანელობს და ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს გადასახადებისაგან თავის არიდებას, ანუ როცა საზოგადოება პარტნიორის მიერ გამოიყენება არადეკლარირებული შემოსავლის მაგენერირებელი წყაროს დანიშნულებით. შესაბამისად, თუ პარტნიორი საზოგადოების საქმიანობაში ყოველდღიურად ერევა, პირდაპირი კავშირი აქვს კომპანიის ფინსებთან, რაც საბოლოოდ, იწვევს შპს-ს გადახდისუუნარობას, იგი პასუხისმგებელი იქნება პირადად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გამჭოლი პასუხისმგებლობის დოქტრინა დაფუძნებულია მიდგომაზე, რომ გამჭოლი პასუხისმგებლობა გამოიყენება ისეთ ვითარებაში, როდესაც კრედიტორის დაცვის სხვა სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს.
საინტერესიოა გერმანიის სასამართლოს მიდგომა ისეთ შემთხვევასთან, როდესაც პარტნიორისა და კომპანიის ქონებას შორის ხდება აღრევა. გერმანიის სასამართლომ დაადგინა, რომ აუცილებელია სახეზე იყოს არაკეთილსინდისირი, კანონ გარეშე განზრახვა კრედიტორთა მიმართ.
საბოლოოდ, უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლოა შეზღუდული საზოგადოების შემთხვევაშიც პარტნიორი პასუხისმგებელი გახდეს საკუთარი ქონებით კრედიტორის წინაშე.