Civil Law
რა არის ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება?

საერთაშორისო ურთიერთობებში, განსაკუთრებით სამართლებრივ და დოკუმენტურ პროცესებში, ორი ძირითადი მეთოდი მოქმედებს- ლეგალიზაცია და აპოსტილი.

იმისთვის, რომ ერთი ქვეყნის დოკუმენტებმა მეორე ქვეყანაში ძალა მოიპოვოს, აუცილებელია სამართლებრივი გზით დამოწმდეს.

ლეგალიზაცია და აპოსტილი

მთავარ განსხვავებას მათ შორის წარმოადგენს არის თუ არა სახელმწიფო ჰააგის კონვენციის (1961) ხელმომწერი.

ლეგალიზაციის დროს ოფიციალური დოკუმენტები დასტურდება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ, რათა ისინი აღიარებული იქნას უცხოეთში. მასთან დაკავშირებული პროცესი მეტად ვრცელია, კერძოდ:

● ადგილობრივი დამოწმება- დოკუმენტი პირველ რიგში დამოწმდება იმ ქვეყნის ოფიციალური ორგანოების მიერ, სადაც ის გაიცა;
● საგარეო საქმეთა სამინისტრო- შემდეგ დოკუმენტი წარედგინება საგარეო საქმეთა სამინისტროს ან შესაბმის უწყებას,რომელიც დაადასტურებს დოკუმენტის სისწორეს;
● დიპლომატიური ან საკონსულო ორგანიზაცია: საბოლოო ეტაპზე, დოკუმენტი გაიცემა იმ ქვეყნის საკონსულოს ან საელჩოს მიერ, სადაც ის უნდა იქნას გამოყენებული. ეს ორგანო ლეგალიზაციას გაუკეთებს დოკუმენტს, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს მის სამართლებრივ ძალას.

ლეგალიზაციის საჭიროება დგება მაშინ, როდესაც სახელმწიფო არ არის ჰააგის კონვენციის ხელმომწერი ქვეყანა და არ აქვთ აპოსტილით დამოწმების სისტემა,რის გამოც საჭიროა ლეგალიზაციის მრავალსაფეხურიანი პროცესის გავლა.

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ 2007 წლის 14 მაისიდან საქართველოსთვის ძალაში შევიდა ჰააგის 1661 წლის 5 ოქტომბრის კონვენცია, რომელიც აუქმებს უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნას.

Hague

ჰააგის წევრ სახელმწიფოების ტერიტორიაზე გამოსაყენებელი დოკუმენტები საქართველოს ოფიციალური ორგანოების მიერ მოწმდება სპეციალური შტამპით– აპოსტილით.

ჰააგის კონვენციის წევრი სახელმწიფოების რაოდენობას 85 ქვეყანა შეადგენს. უმეტესი სახელმწიფო ევროპულია და მათი რიცხვი ყოველწლიუერად იცვლება. ჰააგის კონვენციის ხელმომწერ სახელმწიფოებს წარმოადგენს- ავსტრალია, იტალია,გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა,აშშ, შვეიცარიის კონფედერაცია, შვედეთის სამეფო, უკრაინა და ა.შ.

გამონაკლისია, ჰააგის კონვენციის წევრ სახელმწიფოწბის მიერ, რომლებიც აგრეთვე არიან მინსკის 1993 წლის ‘’სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ’’ კონვენციის წევრი სახელმწიფოები, გაცემული დოკუმენტები მიიღება ყოველგვარი დამოწმების(ლეგალიზაცია, აპოსტილი) გარეშე.

მინსკის კონვენციის წევრი სახელმწიფოები არიან- აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსია, ყაზახეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, უკრაინა.

აპოსტილით დამოწმება ლეგალიზაციასთან შედარებით,გაცილებით მარტივი და დროში ეფექტურია. გამომდინარე იქიდან, რომ ჰააგის კონვენციის ხელმომწერი ქვეყნებისთვის აპოსტილით დამოწმება ამცირებს სირთულეებს.

აპოსტილი ერთგვარი მარკაა, რომელიც დოკუმენტზე ისმება და ადასტურებს მის ნამდვილობას. აპოსტილის გაცემის უფლება აქვს სახელმწიფოს ცენტრალურ ან ადგილობრივ ხელისუფლებას, სასამართლოს, ან ნოტარიუსს.

ლეგალიზაციისგან განსხვავებით პროცესი მხოლოდ ორ ეტაპად იყოფა:
● დოკუმენტი წარედგინება შესაბამის სახელმწიფო ორგანოს;
● დოკუმენტი მომწდება აპოსტილით და დასტურდება მისი საერთშორისო აღიარება.

ამ და სხვა სერვისებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მომართოთ ჩვენს იურიდიულ კომპანიას და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია დასმულ საკითხთან დაკავშირებით.

Follow us on Facebook and Instagram and get updates on Georgian legislation and legal procedures.

Lika Tsintsabadze

Founder of NOMOS Law Firm/Business Lawyer/Attorney at law lika@nomosgeorgia.com