Business Law
რა არის აუთსორსინგი?

აუთსორსინგის განმარტება

შესაბამისი სპეციალიზაციის მქონე ადამიანური რესურსის საჭიროების შემთხვევაში კომპანიას უწევს არჩევანის გაკეთება – მას შეუძლია შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე აიყვანოს თანამშრომელი ან ურთიერთობა დაამყაროს პირთან, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე გაუწევს მას შესაბამის სამსახურს. აღნიშნულს აუთსორსირგი ეწოდება. თავად ტერმინი მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან outsource, რაც მომსახურების გარე წყაროებიდან მიღებას გულისხმობს.

რა არის აუთსორსინგი

აუთსორსინგის უპირატესობები

აუთსორსინგი დღევანდელ მზარდ ეკონომიკურ პირობებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ერთ-ერთი და უმთავრესი მიზეზი, რის გამოც კომპანიები მიმართავენ აუთსორსინგს, გახლავთ ის, რომ შეიმცირონ ხარჯები. გარკვეული ამოცანების შესრულება გარეშე პირისგან შეიძლება უფრო ეკონომიური იყოს, ვიდრე შიდა პერსონალის დაქირავება, მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე ეხება კომპანიის არაძირითადი ფუნქციების განხორციელებას.

ამასთან, აუთსორსინგის საშუალებით კომპანიას შეუძლია, ორიენტირდეს თავის ძირითად კომპეტენციებზე და სტრატეგიულ მიზნებზე, რის პარალელურადაც რუტინული ამოცანების შესრულებაზე იზრუნებს აუთსორსინგის მომსახურების გამწევი. აღნიშნული კი მნიშვნელოვნად გაზრდის კომპანიის პროდუქტიულობასა და ეფექტურობას. 

აუთსორსინგი უზრუნველყოფს სპეციალიზებულ უნარებსა და გამოცდილებაზე ხელმისაწვდომობას, რაც შეიძლება კომპანიის შიდა დონეზე არ იყოს უზრუნველყოფილი. იქნება ეს იურიდიული მომსახურება, ტექნიკური მხარდაჭერა, მარკეტინგი თუ სხვა სფერო, აუთსორსინგი კომპანიებს საშუალებას აძლევს, გამოიყენონ გლობალურ დონეზე გამოცდილი პროფესიონალები.

აუთსორსინგი ამარტივებს და უფრო მოქნილს ხდის კომპანიის საქმიანობას იმ კუთხითაც, რომ კომპანიის სერვისების გაზრდის თუ შემცირების პარალელურად, მათ აღარ უწევთ შიდა დონეზე პერსონალის დაქირავება ან შემცირება.

აუთსორსინგი ზოგავს ასევე დროს ამოცანების გარეშე პირებზე დელეგირების საშუალებით, რაც მაღალი პროფესიონალიზმითა და ეფექტურად სრულდება.

ამდენად, აუთსორსინგის მომსახურების მიღებისას თქვენ დაზოგავთ დროს, ხარჯებს და დელეგირებული ამოცანები შესრულებული იქნება მაღალკვალიფიციურად.

აუთსორსინგის უპირატესობები

ნომოს ჯორჯიას სამართლებრივი მომსახურებები

სწორედ აღნიშნულ საქმიანობას ეწევა ნომოს ჯორჯია იურიდიულ სფეროში.  პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი გთავაზობთ ნებისმიერი სახის ხელშეკრულებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას. ჩვენი გუნდი დაიცავს თქვენს ინტერესებს ნებისმიერ ეტაპზე, შეაფასებს რისკებს და დააზღვევს თქვენს ინტერესებს სახელშეკრუბო ურთიერთობაში. საჭიროებისას უზრუნველყოფს ასევე ხელშეკრულების სანოტარო და საჯარო რეგისტრაციას. ამასთან, ჩვენი გამოცდილლი იურისტები დაგეხმარებიან უკვე გაფორმებული ხელშეკრულებების სამართლებრივ რევიზიაში და მისგან წამოჭრილი დავების გადაჭრაში. 

Acquiring Health Insurance in Georgia

ნომოს ჯორჯია გარდა სახელშეკრულებო მიმართულებისა, დაგეხმარებათ კომპანიის კორპორაციული მართვის განხორციელებაში. კორპორაციული სამართლის მიმართულებით ჩვენი მომსახურება მრავალმხრივია და მოიცავს რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას, სამართლებრივ მხარდაჭერას, იქნება ეს სამეწარმეო სუბიექტის რეგისტრაცია, ცვლილებების შეტანა რეგისტრაციაში, რეოგრგანიზაციის პროცესის წარმოება, ფილიალის რეგისტრაცია, საბანკო ანგარიშების გახსნა, სამართლებრივი კონსულტაცია, თუ  სხვა ოპერაციები. აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი როლი კომპანიის მიერ წარმოებულ შრომით ურთიერთობებში. 

ამ და სხვა სერვისებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მომართოთ ჩვენს კომპანიას და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია დასმულ საკითხთან დაკავშირებით.

Follow us on Facebook and Instagram and get updates on Georgian legislation and legal procedures.

Lika Tsintsabadze

Founder of NOMOS Law Firm/Business Lawyer/Attorney at law lika@nomosgeorgia.com