სტატიაში განხილული იქნება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სასაქონლო ნიშნის რეგიტრაცია და რა პროცედურებია გასავლელი იმისთვის, რომ დაარეგისტრიროთ თქვენი სასაქონლო ნიშანი.
რა არის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია?
სასაქონლო ნიშანი არის ნებისმიერი სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც შეტანილია სასაქონლო ნიშნების რეესტრში, ჩამოყალიბებულია ნათლად და მკაფიოდ და აქვს უნარი, განასხვავოს ერთი საწარმოს საქონელი ან მომსახურება მეორე საწარმოს საქონლისგან ან მომსახურებისგან. ეს შეიძლება იყოს სიტყვა, სახელი, ასოები, ციფრები, გამოსახულებები, ფერები ან საქონლის შეფუთვის ფორმა.
რატომ არის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მნიშვნელოვანი?
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია არის მნიშვნელოვანი ბრენდის სამართლებრივი დაცვისა და ბიზნესის გამორჩეულობის შესანარჩუნებლად. რეგისტრირებული ნიშანი უზრუნველყოფს, რომ თქვენი პროდუქტი ან მომსახურება დაცული იქნას სხვა კონკურენტებისგან.

როგორ უნდა დაარეგისტრიროთ სასაქონლო ნიშანი საქართველოში?
განაცხადის მომზადება
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია შესაძლებელია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში (საქპატენტში). რეგისტრაციის პროცესი იწყება ბაზისური კვლევით, რათა დარწმუნდეთ, რომ მსგავსი ნიშანი არ არსებობს და იგი უნიკალურია. შემდეგ საჭიროა რეგისტრაციის განაცხადის შევსება და სახელმწიფო მოსაკრებლის გადახდა.
ფორმალური ექსპერტიზა
ფორმალური ექსპერტიზა ტარდება განაცხადის შეტანიდან ორი თვის ვადაში. ამ პროცესში მოწმდება, შეესაბამება თუ არა ყველა საბუთი და ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
არსებითი ექსპერტიზა
არსებითი ექსპერტიზა ტარდება ფორმალური ექსპერტიზის შემდეგ და ადგენს ხომ არ არსებობს, რაიმე სახის უარის თქმის საფუძვლები.
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები
- არაგანმასხვავებელუნარიანია შესაბამისი საქონლის მიმართ;
- აღწერილობითია იმ საქონლის მიმართ, რომლისთვისაც მოითხოვება მისი რეგისტრაცია, არის საქონლის მხოლოდ სახეობის, ხარისხის, რაოდენობის, თვისების, ღირებულების, დანიშნულების, გეოგრაფიული წარმოშობის, გასაღების ადგილის ან დროის ან საქონლის სხვა მახასიათებლის აღმნიშვნელი ან/და მიჩნეულია ასეთად;
- საყოველთაოდ გამოიყენება, როგორც გარკვეული სახის საქონლის გვარეობითი ცნება, ან არის სამოქალაქო ბრუნვაში იმ საქონლის დამახასიათებელი, საყოველთაოდ დამკვიდრებული ტერმინი ან სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომლისთვისაც მოითხოვება მისი რეგისტრაცია;
- ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან მორალის აღიარებულ პრინციპებს და სხვა;
შედარებითი საფუძვლები
- იდენტური საქონლის მიმართ რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის იდენტურია;
- მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის იდენტურია, ხოლო შესაბამისი საქონელი – იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის, შესაძლებლობა. ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ განმცხადებელი წარადგენს უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის (ნიშნების) მფლობელის წერილობით თანხმობას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე;
- მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო შესაბამისი საქონელი – იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის, შესაძლებლობა. ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ განმცხადებელი წარადგენს უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის (ნიშნების) მფლობელის წერილობით თანხმობას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე;

რეგისტრაციის პროცესი და ვადები
რეგისტრაცია 11-12 თვეს მოიცავს. თუმცა, თუ შესაძლებელია დაჩქარდეს პროცედურა და ნიშანი შეიძლება დარეგისტრირდეს 10 სამუშაო დღეში.
რეგისტრაციის სერტიფიკატი
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, მფლობელს გადაეცემა რეგისტრაციის სერთიფიკატი. რეგისტრირებული ნიშნაი 10 წლის განმავლობაში მოქმედებს და აღნიშნული დროის შემდეგ შესაძლებელია მისი განახლება.
იმისთვის, რომ რეგისტრაციის პროცესმა ეფექტურად ჩაიაროს, გთავაზობთ სრულ იურიდიულ დახმარებას, რათა ეფექტურად და სრულყოფილად დაარეგისტრიროთ თქვენი სასაქონლო ნიშანი.
დაგვიკავშირდით დღესვე და მიიღეთ პროფესიონალური სამართლებრივი მხარდაჭერა თქვენი ბრენდის დაცვისთვის.