
ნომოს ჯორჯიას შესახებ
ვინ ვართ ჩვენ? ნომოს ჯორჯია არის თბილისში დაფუძნებული იურიდიული კომპანია ადგილობრივი და საერთაშორისო კვალიფიკაციით. ჩვენ სპეციალიზებულნი ვართ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ, კორპორატიულ (სამეწარმეო), საგადასახადო, შრომის, საინვესტიციო სამართალსა და დავების გადაწყვეტაში. ჩვენი უნიკალური და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა დაგეხმარებათ გადაჭრათ კომპლექსური და არასტანდარტული სამართლებრივი საკითხები ეფექტურად.
ვინ არის ჩვენი მომხმარებელი? ჩვენთან თანამშრომლობენ როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, ასევე, ფიზიკური პირები და ინვესტორები, რომლებიც ეძებენ სანდო იურიდიულ პარტნიორს სამართლებრივი პროცესების სამართავად.
რატომ ჩვენ? ჩვენი საერთაშორისო გამოცდილება და ღრმა სამართლებრივი კომპეტენცია დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები, განავითაროთ თქვენი ბიზნესი და აიცილოთ სამართლებრივი რისკები.
დაგვიკავშირდით დღესვე! მიანდეთ სამართლებრივი საკითხები პროფესიონალებს.

გაიცანი დამფუძნებელი
ლიკა ცინცაბაძე - ნომოს ჯორჯიას დამფუძნებელი, სამართლის ექსპერტი და ადვოკატი. იგი სპეციალიზებულია სამეწარმეო, საგადასახადო, სახელშეკრულებო, საინვესტიციო და უძრავი ქონების სამართალში, დახმარებას უწევს ადგილობრივ კომპანიებს, სტარტაპებს, საერთაშორისო კორპორაციებს, უცხოელ ინვესტორებს, ფინანსურ ინსტიტუტებს და უძრავი ქონების დეველოპერებს სხვადასხვა კომპლექსური სამართლებრივი საკითხების გადაჭრაში.
სამუშაო გამოცდილება:
ლიკა უკანასკნელი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა სხვადასხვა მოწინავე იურიდიულ კომპანიაში. მას სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს როგორც კერძო, ასევე, საჯარო სექტორში. ლიკა აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამართლებრივ კონფერენციებში, ბიზნეს ფორუმებში და სამიტებში საგადასახადო რეგულაციებსა და საინვესტიციო სამართლის მიმართულებით. ლიკა ცინცაბაძე 2017 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
განათლება:
ლიკამ 2017 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი,
ხოლო 2020 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი კერძო სამართლის
მიმართულებით. ლიკამ სწავლა განაგრძო საფრანგეთში, ლილის კათოლიკურ
უნივერსიტეტში საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე. 2023 წელს სწავლობდა ბუცერიუსის სამართლის სკოლის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის პროგრამაზე.
ენები:
ქართული (მშობლიური), ინგლისური, რუსული, გერმანული, თურქული

კლიენტების შეფასებები
რას ამბობენ ჩვენი კლიენტები
ნიკ დინი
ავსტრალია
ახილ საჰუ
დიდი ბრიტანეთი
ავი იაკობაშვილი
ისრაელი
ჯოშუა ტრენტი
აშშ
რაიან ოტტენს
აშშ
ენდრიუ მიტელშტადტი
აშშ
ნეითან ასტონ
მეწარმე, გაერთიანებული სამეფო
ლიკა დამეხმარა იურიდიული მომსახურების ფართო სპექტრში, როგორც ბიზნეს, ასევე პირადი საქმიანობისთვის საქართველოში. ის არის მცოდნე, პროფესიონალი და შესანიშნავი მოლაპარაკების ექსპერტი.
სრულიად ვუწევ მომსახურებას ლიკას და მოუთმენლად ველი ერთად მუშაობის გაგრძელებას.
ჯერი მესსი
ინვესტორი, შეერთებული შტატები
ლიკამ უზრუნველყო კომფორტის დონე, რაც მე მჭირდებოდა როცა დავიწყე რელოკაცია და დამეხმარა თავი მშვიდად მეგრძნო ჩემი პირველი მოგზაურობის დროს გლობალური აქტივების დივერსიფიკაციაში.
სრული თავდაჯერებულობით გირჩევთ ლიკას კომპანიას, როგორც სოლიდურ რესურსს, თუ ვინმეს სურს შეისწავლოს ბიზნესის გაფართოება ან წამოწყება, ასევე, გლობალური პორტფოლიოს საქართველოში დივერსიფიკაცია.
შორენა გოგორიშვილი
ნოტარიუსი, საქართველო
ნომოსის თანამშრომლები გამოირჩევიან პროფესიონალიზმითა და იურიდიულ საკითხებში დიდი გამოცდილებით. ისინი სთავაზობენ უმაღლესი დონის მომსახურებას როგორც ქართველ, ასევე უცხოელ კლიენტებს, როგორიცაა ახალი კომპანიის დაარსება, კომპანიის მიმდინარე საქმეების გაძღოლა, ლიკვიდაცია და ა.შ.
იურისტები, პირველ რიგში, ზრუნავენ და იცავენ კომპანიის კლიენტების ინტერესებს და სრულყოფილად აკმაყოფილებენ მათ მოთხოვნებს.
ირაკლი ჟვანია
მმართველი პარტნიორი, Kudos Georgia
ლიკა გამოირჩევა მისი ლიდერული უნარ-ჩვევებით, ის გთავაზობთ კვალიფიციურ და კომპეტენტურ იურიდიულ მომსახურებას. რეკომენდაციას ვუწევ ლიკას ნებისმიერი იურიდიული საჭიროებისთვის!
ნონა ქარკუზაევა
იურიდიული თარჯიმანი, ესპანეთი
თბილისი ერთ-ერთი საუკეთესო ადვოკატი, ის არაერთხელ დამეხმარა იურიდიულ კონსულტაციებში ბიზნესისა და გადასახადების შესახებ. გმადლობთ მომსახურებისთვის!
ნიკალა ქელბაქიანი
სარემონტო სერვისი, საქართველო
ლიკა ცინცაბაძე ერთ-ერთი საუკეთესო ადვოკატია თბილისში. ის იცავდა ჩემს ინტერესებს თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც წარმატებით დასრულდა. ლიკა ძალიან პროფესიონალი და გამოცდილია იურიდიულ სფეროში. რეკომენდაციას ვუწევ მას!
შრომითი ხელშეკრულება და მისი ფორმადაუცველობის შედეგები: არაფორმალური დასაქმება
სტატია შეეხება შრომით ხელშეკრულებას, მის ფორმის დაცვასა და არაფორმალური დასაქმების შედეგად წარმოქმნილ სამართლებრივ გამოწვევებს. განხილული იქნება საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნები შრომითი ხელშეკრულების ფორმის შესახებ, მისი დაცვის აუცილებლობა და პრაქტიკაში არსებული...
სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი: სამართლებრივი მექანიზმი ეფექტური მართლმსაჯულებისთვის
სტატია შეეხება სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტს, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მექანიზმს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველსაყოფად. განხილული იქნება სარჩელის უზრუნველყოფის არსი, მისი როლი მართლმსაჯულების ეფექტურობისთვის და მისი გამოყენების...
ეკისრება, თუ არა პასუხისმგებლობა კომპანიის პარტნიორს კრედიტორების წინაშე?
სტატიაში განხილული იქნება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) კონცეფცია, მისი ისტორიული განვითარება და დღეს არსებული სამართლებრივი მიდგომები, რაც გულისხმობს, თუ რა შემთხვევებში შეიძლება კომპანიის პარტნიორი პირადად იყოს პასუხისმგებელი კრედიტორების წინაშე....