იურიდიული მომსახურება სტარტაპებისა და მეწარმეთათვის

თანამედროვე მეწარმეობას და სტარტაპების სამყაროს სწრაფ განვითარებას თან სდევს მრავალი იურიდიული გამოწვევა – იქნება ეს კომპანიის რეგისტრაცია, პარტნიორული ხელშეკრულებები, საგადასახდო დაგეგმვა თუ საერთაშორისო ოპერაციები. Nomos Georgia უზრუნველყოფს პროფესიონალურ იურიდიულ მხარდაჭერას, მორგებულს როგორც ახალბედა სტარტაპებზე, ისე გამოცდილ მცირე და საშუალო ბიზნესებზე.

ჩვენი მიზანია გავამარტივოთ სამართლებრივი ბარიერები, დავზოგოთ თქვენი დრო და რესურსები და მოგცეთ შესაძლებლობა, კონცენტრირდეთ ზრდასა და განვითარებაზე, იურიდიული სირთულეების გარეშე.

How to Acquire a Georgian Passport

    გაიცანი დამფუძნებელი

ჩვენი სერვისები მეწარმეებისა და სტარტაპებისთვის მოიცავს:

კომპანიის რეგისტრაცია

საქართველოს მარტივი და სწრაფი რეგისტრაციის პროცესი იდეალურია სტარტაპებისთვის. ჩვენი იურისტები გაგიწევენ სრულ მხარდაჭერას – პარტნიორთა ხელშეკრულების შედგენიდან, კომპანიის სრულ გამართვამდე.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

თუ გსურთ საგადასახდო და საბაჟო შეღავათების გამოყენება, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა თქვენი სტარტაპისთვის საუკეთესო გამოსავალია. ჩვენ ვაწვდით სრულ სერვისს – ზონის არჩევიდან საჭირო ნებართვების მიღებამდე.

იურიდიული აუთსორსი სტარტაპისთვის

სტარტაპისთვის იურისტის დაქირავება ხშირად ზედმეტ ხარჯს წარმოადგენს. Nomos Georgia გთავაზობთ იურიდიული აუთსორსინგის სერვისს – მუდმივი სამართლებრივი მხარდაჭერა და იურიდიული საკითხების სრული დელეგირება, ყოველთვიური მომსახურების შეთავაზებით.

მცირე ბიზნესის სტატუსი და ინდ. მეწარმის რეგისტრაცია

გაეცანით მცირე ბიზნესის სტატუსის უპირატესობებს, 1%-იან გადასახადის შეღავათიან პირობებს. ჩვენ დაგეხმარებით ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრააციასა და სტატუსის მოპოვებაში, საგადასახადო და ბუღალტრული საკითხების მართვაში.

ვირტუალური კომპანიის სტატუსი

ტექნოლოგიური და IT კომპანიებისთვის საქართველოში ვირტუალური ზონის სტატუსი იძლევა დაბალ საშემოსავლო გადასახადს – მხოლოდ 5%. ჩვენ უზრუნველვყოფთ დოკუმენტაციის მომზადებას, განაცხადის წარდგენასა და რეგისტრაციის პროცესს.

საგადასახადო ბინადრობა

სტარტაპებისთვის და ციფრული მეწარმეებისთვის საქართველოში საგადასახდო რეზიდენტობის მოპოვება ხელსაყრელ პირობებს ქმნის გლობალურ დონეზე. ჩვენ მოვამზადებთ სრულ დოკუმენტაციას და წარმოვადგენთ თქვენს ინტერესებს შესაბამის უწყებებში.

იურიდიული მისამართი და ვირტუალური ოფისი

სტარტაპისთვის, რომელსაც ჯერ არ აქვს ფიზიკური ოფისი, ვირტუალური ოფისი და იურიდიული მისამართი სავალდებულოა რეგისტრაციისთვისა და გამართულად მუშაობისთვის. გთავაზობთ სრულ სერვისს ამ მიმართულებით.

PSP და VASP ლიცენზია

ჩვენი გუნდი გთავაზობთ სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას PSP და VASP ლიცენზიების მიღების პროცესში. ვამზადებთ ყველა საჭირო დოკუმენტს, ვაწარმოებთ კომუნიკაციას ეროვნულ ბანკთან ან შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებთან და გეხმარებით მათი კომპლექსური მოთხოვნების დაკმაყოფილებაში.

ხელშეკრულების შედგენა და რევიზია

სტარტაპის წარმატებისთვის აუცილებელია სწორად შედგენილი და გამართული ხელშეკრულებები. Nomos Georgia შეიმუშავებს, გადაამოწმებს ან განაახლებს ნებისმიერ სამართლებრივ დოკუმენტს თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე.

საერთაშორისო კომპანიის სტატუსი

თუ თქვენი სტარტაპი ორიენტირებულია ექსპორტზე ან გლობალურ მომსახურებაზე, საერთაშორისო კომპანიის სტატუსი საგადასახდო შეღავათებით მნიშვნელოვნად შეამცირებს ხარჯებს. ჩვენ დაგეხმარებით მოთხოვნის ფორმირებასა და სტატუსის ოფიციალურ მიღებაში.

მიანდეთ თქვენი სტარტაპის სამართლებრივი საკითხების მართვა ექსპერტებს!

გადადგი სტრატეგიული ნაბიჯი რისკების თავიდან ასაცილებლად და სტაბილური ზრდისთვის. Nomos Georgia იქნება თქვენი სანდო იურიდიული პარტნიორი სტარტაპის პირველივე დღიდან.

რას ამბობენ ჩვენი კლიენტები

სრული თავდაჯერებულობით გირჩევთ ლიკას კომპანიას, როგორც სოლიდურ რესურსს, თუ ვინმეს სურს შეისწავლოს ბიზნესის გაფართოება ან წამოწყება, ასევე, გლობალური პორტფოლიოს საქართველოში დივერსიფიკაცია.

ჯერი მესსი

ინვესტორი, შეერთებული შტატები
ნომოსში დაგვხვდა პროფესიონალი იურისტი ლიკა, რომელიც თავისი საქმის ოსტატია. მან შემოგვთავაზა გადაწყვეტილებები დიდი კრეატიულობით ჩვენი საქმისთვის, რომლებიც ჩვენ მიერ დაქირავებულმა კომპანიამ ვერ გაითვალისწინა. რეკომენდაციას ვუწევ მათთვის, ვისაც სურს იურიდიული მომსახურების მაღალი სტანდარტი!

ავი იაკობაშვილი

ისრაელი

ცოტა ხნის წინ მომმართეს ლიკასთან და მადლობელი ვარ, რომ მომეცა მასთან მუშაობის შანსი. ის იყო დროული პასუხებში, ზუსტი ინფორმაციის მიწოდებაში და ჩვენ შევძელით ჩვენი დავალების შესრულება მოკლე ვადაში.

ენდრიუ მიტელშტადტი

აშშ

ნომოსის თანამშრომლები განთქმულნი არიან თავიანთი პროფესიონალიზმით და იურიდიულ საკითხებში უზარმაზარი გამოცდილებით. როგორც ნოტარიუსს, შემიძლია დარწმუნებით ვურჩიო მათ.

შორენა გოგორიშვილი

ნოტარიუსი, საქართველო

ლიკა საუკეთესო იურისტია! მე ვიყენებ მის იურიდიულ მომსახურებას უძრავი ქონების შესყიდვისთვის, კომპანიის საჭიროებებისთვის და ა.შ. ის არის ძალიან მეგობრული და კომპეტენტური!

კრისტიან კაუფელდი

მეწარმე, გერმანია
დიდი მადლობა ლიკას. ის დამეხმარა საქართველოში საბანკო ანგარიშის გახსნაში. მთელი პროცესი შეუფერხებლად და ეფექტური იყო - ყველაფერი რამდენიმე საათში გაკეთდა; კონსულტაცია, ბანკირთან გაცნობა და ჩემი საბანკო ბარათების მიღება. მე ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ მომსახურებით!

ახილ საჰუ

დიდი ბრიტანეთი

ლიკა ცინცაბაძე ერთ-ერთი საუკეთესო ადვოკატია თბილისში. ის იცავდა ჩემს ინტერესებს თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც წარმატებით დასრულდა. ლიკა ძალიან პროფესიონალი და გამოცდილია იურიდიულ სფეროში. რეკომენდაციას ვუწევ მას!

ნიკალა ქელბაქიანი

სარემონტო სერვისი, საქართველო

თბილისი ერთ-ერთი საუკეთესო ადვოკატი, ის არაერთხელ დამეხმარა იურიდიულ კონსულტაციებში ბიზნესისა და გადასახადების შესახებ. გმადლობთ მომსახურებისთვის!

ნონა ქარკუზაევა

იურიდიული თარჯიმანი, ესპანეთი
ნომოს ჯორჯია არის უმაღლესი დონის იურიდიული კომპანია და მე მას ვირჩევ პროფესიონალიზმის, მომსახურების, შედეგებისა და კომპეტენტური კონსულტაციების გამო. თუ თქვენ ეძებთ საუკეთესო იურისტებს თბილისში, ესტუმრეთ ნომოსს!

ნიკ დინი

ავსტრალია

ლიკა გამოირჩევა მისი ლიდერული უნარ-ჩვევებით, ის გთავაზობთ კვალიფიციურ და კომპეტენტურ იურიდიულ მომსახურებას. რეკომენდაციას ვუწევ ლიკას ნებისმიერი იურიდიული საჭიროებისთვის!

ირაკლი ჟვანია

მმართველი პარტნიორი, Kudos Georgia

ლიკა დამეხმარა იურიდიული მომსახურების ფართო სპექტრში, როგორც ბიზნეს, ასევე პირადი საქმიანობისთვის საქართველოში. ის არის მცოდნე, პროფესიონალი და შესანიშნავი მოლაპარაკების ექსპერტი.

ნეითან ასტონ

მეწარმე, გაერთიანებული სამეფო
Nomos Georgia ფანტასტიკური ფირმაა. ლიკა საოცრად მეხმარებოდა, არა მხოლოდ ყველა იმ საკითხებში, რისთვისაც მასთან მოვედით, არამედ ყველა დამატებით საკითხში, რაზეც არც კი მიფიქრია. მე ვერ შევაფასებ უფრო დიდი რეკომენდაციით მის სერვისებს, თუ თქვენ ეძებთ იურიდიულ მომსახურებას საქართველოში, მიმართეთ მას.

ჯოშუა ტრენტი

აშშ

ლიკა ფანტასტიკური ადვოკატია. ის არის პასუხისმგებელი, მცოდნე და ძალიან დეტალებზე ორიენტირებული. მან გამიარა მთელი პროცესი და დარწმუნდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო. უაღრესად გირჩევთ.

რაიან ოტტენს

აშშ

დაჯავშნე კონსულტაცია სამართლის ექსპერტთან (იურისტი, ადვოკატი)