Business Law
საგადასახადო სამართალი და შეღავათები ბიზნეს სფეროში

საგადასახადო სამართალი მჭიდრო კავშირშია ბიზნესის მართვასთან. იგი განსაზღვრავს და აწესებს რეგულაციებს მეწარმეების, ინვესტორებისა და საერთაშორისო კომპანიების საქმიანობაზე.

ქართულ ბაზარზე რამდენიმე გადასახადის სახე არსებობს: საშემოსავლო, მოგების, დამატებითი ღირებულების, აქციზი, იმპორტისა და ქონების გადასახადი. თითოეული გადასახადი კონკრეტული პროპორციით გადაიხდება, მაგალითად საშემოსავლო გადასახადს წარმოადგენს 20% ფიზიკური პირის შემოსავლიდან, ასევე შესაძლებელია იყოს დივიდენიდიდან ან ქირიდან მიღებული შემოსავალიც.

ძირითადად, საშემოსავლო გადასახადი გადაიხდება დამსაქმებლის მიერ. ასევე, მოგების გადასახადას წარმოადგენს მოგების 15%, დამატებითი ღირებულების გადასახადას წარმოადგენს საქონლისა და მომსახურეობის ადგილობრივ მიწოდების ან იმპორტის 18 %, რაც შეეხება აქციზს, იგი წარმოადგენს სპეციალურ გადასახადას და დამოკიდებულია პროდუქტის ნაირსახეობაზე.

მაგალითად: საწვავის აქციზს წარმოადგენს 500 ლარი 1 ტონაზე, თამბაქო 1.70 ლარი თითო ღერზე და ა.შ. რაც შეეხება იმპორტის გადასახადს, იგი დამოკიდებულია პროდუქტის ტიპზე, უმეტესი ნაწილი სამომხმარებლო პროდუქტებისა გათავისუფლეუია იმპორტის გადასახადისგან. რაც შეეხება ქონების გადასახადს, იგი წარმოადგენს ე.წ. ადგილობრივი გადასახადის სახეს და განისაზღვრება შემდეგი სახით: ფიზიკური პირებისთვის 1%-2% მდე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს რიგი გამონაკლისებისა და გამარტივებული წესების შემუშავების შესახებ. მოგების გადასახადის გადახადა არ მოუწევს კომპანიას თუ მოგება რეინვესტირდება და კომპანიის განვითარებას შეუწყობს ხელს. კონკრეტულ სიახლეს იცნობს ესტონეთი, სწორედ ამიტომ არსებულ მექანიზმს ,,ესტონურ მოდელს უწოდებენ’’.

კომპანიები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდიან გადასახადს, თუ დივიდენდის სახით ან სხვაგვარად მოხდება თანხის გაყოფა. საგადასახადო სამართლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს გადასახადების ადმინისტრირება, კერძოდ დეკლარაციების წარდგენა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დეკლარაციების წარუდგენლობა ან დაგვიანებით წარდგენა იწვევს საგადასახადო დარიცხვას. ამიტომ მნიშვნელოვანია ნებისმიერ გადასახადთან მიმართებით დაცული იყოს ვადები.

პირველ რიგში, დღეს გაცილებით უფრო მარტივია დეკლარაციის წარდგენა, ვინაიდან მეწარმები და კომპანიები გადასახადის გადახდას თუ დეკლარირებას ელექტრონულად ახდენენ.

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას რამდენიმე საგადასახადო შეღავათს, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში დაინერგა საქართველოში, რაც ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვასა და ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს.

საერთაშორისო კომპანიების სტატუსი განკუთვნილია IT და ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის. კონკრეტული სტატუსი განსაზღვრავს შეღავათებს: კორპორაციული მოგების გადასახადის შემცირება 5%-მდე, დივიდენდის გადასახადის 0%, საშემოსავლო გადასახადის 5%. თავისუფალი ინდუსტრიული ზონები, რომელიც მეტად საინტერესოა საერთასორისო კომპანიებისთვის, თუმცაღა შეეხება ადგულობრივ ბიზნესსაც. თავისუფლ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიები თავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან , დღგსა და იმპორტის გადასახადისგან, ქონების გადასახადისგან.

ამასთან, საქართველოში მოქმედებს სტარტ აპ საქართველოს პროგრამა, რომელიც აფინანსებს ინოვაციურ ბიზნესს იდეების დაფინანსებას და სტარტაპისთვის უზრუნველყოფს ფინანსურ დახმარებას. სტარტაპისთვის არსებობს რიგი შეღავათები:
მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებით საშემოსავლო გადასახადი შემცირებულია 1%- მდე. საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 4 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა: ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა; ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა; ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა; თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.

საინტერესოა უცხოელი ინვესტორებისთვის ე.წ. ვირტუალური ზონის პირის სატუსის მქონე კომპანიის საკითხი, რომელიც შეღავათებს უწესებს ისეთ კომპანიებს, რომლებიც საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას ახლორციელებენ, მაგრამ ხაზგასმითაა აღსანიშნი, რომ მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათი დაწესებულია მხოლოდ საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგების (მოგების განაწილების) ნაწილში.

კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება (მოგების განაწილება).

ამათან, მნიშვნელოვანია შეღავათის სახით აღვნიშნოთ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებები, რომლის მთავარი მიზანია ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ინვესტიციების მოზიდვა. ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებით განისაზღვრება თუ სად შეიძლება დაიბეგროს ისეთი შემოსავალი, რომელიც ერთი ქვეყნის რეზიდენტმა მეორე ქვეყანაში მიიღო.

კონკრეტული ხელშეკრულებების ძალით შეიძლება სხვადასხვაგვარად განაწილდეს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება: მთლიანად ერთ ქვეყანაში იბეგრებიდეს და რეზიდენტობის ქვეყანაში 0%-ით, ნაწილობრივ იბეგრებოდეს როგორც რეზიდენტობის, ისე მოგების მიღების ადგილას, ასევე იშვიათად, მაგრამ შეიძლება რეზიდენტობის ქვეყანასი დაიბეგროს სრულად და არა მოგების მირების ადგილას.

ამჟამად, ,, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება’’ძალაშია 58 ქვეყანასთან, როგორიცაა ავსტრია, ლატვია, ლიეტუვა, ესპანეთი და ა.შ. მაგრამ მნიშვნელოვანია ყუდარღება გამახვილდეს თითოეული ქცვეყნის ცალკეული კანონმდებლობასთან, რათა ზუსტად დადგინდეს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების წესი.

ამ და სხვა სერვისებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მომართოთ ჩვენს იურიდიულ კომპანიას და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია დასმულ საკითხთან დაკავშირებით.

Follow us on Facebook and Instagram and get updates on Georgian legislation and legal procedures.

Lika Tsintsabadze

Founder of NOMOS Law Firm/Business Lawyer/Attorney at law lika@nomosgeorgia.com