სტარტაპებისა და მეწარმეებისთვის

იურიდიული მომსახურება სტარტაპებისა და მეწარმეთათვის

თანამედროვე მეწარმეობას და სტარტაპების სამყაროს სწრაფ განვითარებას თან სდევს მრავალი იურიდიული გამოწვევა – იქნება ეს კომპანიის რეგისტრაცია, პარტნიორული ხელშეკრულებები, საგადასახდო დაგეგმვა თუ საერთაშორისო ოპერაციები. Nomos Georgia უზრუნველყოფს პროფესიონალურ იურიდიულ მხარდაჭერას, მორგებულს როგორც ახალბედა სტარტაპებზე, ისე გამოცდილ მცირე და საშუალო ბიზნესებზე. ჩვენი მიზანია გავამარტივოთ სამართლებრივი ბარიერები, დავზოგოთ თქვენი დრო და რესურსები და მოგცეთ შესაძლებლობა, კონცენტრირდეთ ზრდასა და განვითარებაზე, იურიდიული სირთულეების გარეშე.

კომპანიის რეგისტრაცია

საქართველოს მარტივი და სწრაფი რეგისტრაციის პროცესი იდეალურია სტარტაპებისთვის. ჩვენი იურისტები გაგიწევენ სრულ მხარდაჭერას – პარტნიორთა ხელშეკრულების შედგენიდან, კომპანიის სრულ გამართვამდე.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

თუ გსურთ საგადასახდო და საბაჟო შეღავათების გამოყენება, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა თქვენი სტარტაპისთვის საუკეთესო გამოსავალია. ჩვენ ვაწვდით სრულ სერვისს – ზონის არჩევიდან საჭირო ნებართვების მიღებამდე.

იურიდიული აუთსორსი სტარტაპისთვის

სტარტაპისთვის იურისტის დაქირავება ხშირად ზედმეტ ხარჯს წარმოადგენს. Nomos Georgia გთავაზობთ იურიდიული აუთსორსინგის სერვისს – მუდმივი სამართლებრივი მხარდაჭერა და იურიდიული საკითხების სრული დელეგირება, ყოველთვიური მომსახურების შეთავაზებით.

მცირე ბიზნესის სტატუსი და ინდ. მეწარმის რეგისტრაცია

გაეცანით მცირე ბიზნესის სტატუსის უპირატესობებს, 1%-იან გადასახადის შეღავათიან პირობებს. ჩვენ დაგეხმარებით ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრააციასა და სტატუსის მოპოვებაში, საგადასახადო და ბუღალტრული საკითხების მართვაში.

ვირტუალური კომპანიის სტატუსი

ტექნოლოგიური და IT კომპანიებისთვის საქართველოში ვირტუალური ზონის სტატუსი იძლევა დაბალ საშემოსავლო გადასახადს – მხოლოდ 5%. ჩვენ უზრუნველვყოფთ დოკუმენტაციის მომზადებას, განაცხადის წარდგენასა და რეგისტრაციის პროცესს.

საგადასახადო ბინადრობა

სტარტაპებისთვის და ციფრული მეწარმეებისთვის საქართველოში საგადასახდო რეზიდენტობის მოპოვება ხელსაყრელ პირობებს ქმნის გლობალურ დონეზე. ჩვენ მოვამზადებთ სრულ დოკუმენტაციას და წარმოვადგენთ თქვენს ინტერესებს შესაბამის უწყებებში.

იურიდიული მისამართი და ვირტუალური ოფისი

სტარტაპისთვის, რომელსაც ჯერ არ აქვს ფიზიკური ოფისი, ვირტუალური ოფისი და იურიდიული მისამართი სავალდებულოა რეგისტრაციისთვისა და გამართულად მუშაობისთვის. გთავაზობთ სრულ სერვისს ამ მიმართულებით.

PSP და VASP ლიცენზია

ჩვენი გუნდი გთავაზობთ სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას PSP და VASP ლიცენზიების მიღების პროცესში. ვამზადებთ ყველა საჭირო დოკუმენტს, ვაწარმოებთ კომუნიკაციას ეროვნულ ბანკთან ან შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებთან და გეხმარებით მათი კომპლექსური მოთხოვნების დაკმაყოფილებაში.

ხელშეკრულების შედგენა და რევიზია

სტარტაპის წარმატებისთვის აუცილებელია სწორად შედგენილი და გამართული ხელშეკრულებები. Nomos Georgia შეიმუშავებს, გადაამოწმებს ან განაახლებს ნებისმიერ სამართლებრივ დოკუმენტს თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე.

საერთაშორისო კომპანიის სტატუსი

თუ თქვენი სტარტაპი ორიენტირებულია ექსპორტზე ან გლობალურ მომსახურებაზე, საერთაშორისო კომპანიის სტატუსი საგადასახდო შეღავათებით მნიშვნელოვნად შეამცირებს ხარჯებს. ჩვენ დაგეხმარებით მოთხოვნის ფორმირებასა და სტატუსის ოფიციალურ მიღებაში.

დაჯავშნეთ კონსულტაცია ლიკა ცინცაბაძესთან

დამფუძნებელი | ადვოკატი | ბიზნეს სამართლის ექსპერტი

დაჯავშნეთ 60-წუთიანი სტრატეგიული იურიდიული კონსულტაცია იურიდიული კომპანია Nomos Georgia-ს დამფუძნებელთან.

კონსულტაცია განკუთვნილია მეწარმეებისთვის, საერთაშორისო ინვესტორებისთვის, ბიზნესის მფლობელებისთვის და ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც საქართველოში საჭიროებენ კვალიფიციულ იურიდიულ მხარდაჭერას.

კონსულტაციის საფასური: 200 ევრო

უკუკავშირი

რას ამბობენ კლიენტები ჩვენზე

კონსულტაციის ჩანიშვნა

ფორმის გაგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მომსახურების პირობებს.