Data Protection &

Privacy Standards

Last updated: March 2026. This policy outlines how Nomos Georgia collects,
uses, and protects your data in strict compliance with the Law of Georgia on
Personal Data Protection.

წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა (შემდგომში – „პოლიტიკა“) განსაზღვრავს შპს ნომოს-ის (შემდგომში – „კომპანია“) მიერმომხმარებელთა პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, გამოყენების, შენახვისა და დაცვის სამართლებრივ საფუძვლებს, მიზნებსა დაწესებს.

პოლიტიკა შემუშავებულია საქართველოს კანონის „პერსონალურმონაცემთა დაცვის შესახებ“ მოთხოვნების შესაბამისად და ეფუძნებაპერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორისევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) ძირითადპრინციპებს (კანონიერება, სამართლიანობა, გამჭვირვალობა, მიზნობრიობა, მონაცემთა მინიმალიზაცია, სიზუსტე, უსაფრთხოება და ანგარიშვალდებულება).

01 ტერმინთა განმარტება

1.1 დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი (კომპანია) – შპს ნომოს, რომელიც განსაზღვრავს პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, ახორციელებს მათ დამუშავებას უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით.

1.2 მონაცემთა სუბიექტი / მომხმარებელი – ფიზიკური პირი, რომლის შესახებაც კომპანია ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს ( ვებ გვერდის ვიზიტორი).

1.3 პერსონალური მონაცემი – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიცუკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.

1.4 დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს კომპანიის სახელით ან მისთვის.

1.5 პროფაილინგი – მონაცემთა ავტომატური დამუშავება, რომლის მიზანია მომხმარებლის პროფესიული მახასიათებლების, უნარების, გამოცდილების ან შესაბამისობის შეფასება.

2.1 კომპანია პერსონალურ მონაცემებს აგროვებს და ამუშავებს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია პლატფორმის ფუნქციონირების, მომხმარებელთათვის მომსახურების გაწევის და კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით.

2.2 პერსონალური მონაცემების შეგროვება ხორციელდება როგორც მონაცემთა სუბიექტის მიერ უშუალოდ მოწოდების გზით, ისე პლატფორმის გამოყენების პროცესში ავტომატურად.

2.3 კომპანიის მიერ დამუშავებული პერსონალური მონაცემები შესაძლოა მოიცავდეს შემდეგ კატეგორიებს:

 

2.3.1 იდენტიფიკაციისა და საკონტაქტო მონაცემები ( მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვიზიტორი კონსულტაციის დაჯავშნის მიზნით თავად შეიყვანს პლატფორმაზე მსგავსი ტიპის ინფორმაციას) – სახელი და გვარი, საცხოვრებელი მისამართი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ორგანიზაციის დასახელება.

 

2.3.3 ქცევითი და ტექნიკური მონაცემები – ინფორმაცია მომხმარებლის მიერ პლატფორმასთან ურთიერთქმედების შესახებ, მათ შორის გამოყენებული ფუნქციები, სესიის დროები, რაც საჭიროა  პლატფორმის გამართული მუშაობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

2.3.4 დოკუმენტური მონაცემები – ინფორმაცია, რასაც მომხმარებელი თავისი ინიციატივით  განათავსებს კონსულტაციის ტექსტის ველში.

3.1 პერსონალური მონაცემები გროვდება:

  • მომხმარებლის მიერ უშუალოდ მიწოდების გზით
  • ვებგვერდისა და სერვისების გამოყენებისას ავტომატურად.

4.1 კომპანია იყენებს ქუქიებსა და მსგავს ტექნოლოგიებს მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების, კონტენტის პერსონალიზაციის, ტრაფიკის ანალიზისა და პლატფორმის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით. ქუქიების მართვა შესაძლებელია მომხმარებლის ბრაუზერის პარამეტრებიდან.

5.1 პერსონალური მონაცემები მუშავდება შემდეგი მიზნებით:

  • პლატფორმის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;
  • ვიზიტორთან კომუნიკაციისა და უკუკავშირის მიღებისთვის, იურიდიული კონსულტაციის დაჯავშნის მიზნით;
  • კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.

5.2 დამუშავების სამართლებრივი საფუძვლებია: მონაცემთა სუბიექტისთანხმობა, კომპანიის ლეგიტიმური ინტერესი და კანონით დაკისრებულივალდებულება.

6.1 პერსონალური მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან იმ სერვის პროვაიდერებისა, რომელთანაც გაფორმებულია კონფიდენციალურობის შესაბამისი ხელშეკრულება.

7.1 პერსონალური მონაცემები ინახება  იმ ვადით, რაც აუცილებელია სამართლებრივი ან ოპერაციული მიზნებისათვის. ვადის გასვლის შემდეგ მონაცემები იშლება ან ანონიმიზდება.

8.1 კომპანია იყენებს გონივრულ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებსმონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფად.

9.1 მონაცემთა სუბიექტს აქვს საქართველოს კანონით „პერსონალურმონაცემთა დაცვის შესახებ“ განსაზღვრული ყველა უფლება. კომპანიაუზრუნველყოფს აღნიშნული უფლებების რეალიზებას კანონით დადგენილიწესისა და ვადების დაცვით.

 

9.2 მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მოსთხოვოს კომპანიას ინფორმაცია მისშესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე. ასეთ დროს დაწესებულებამოთხოვნის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა უზრუნველყოფს შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას:

9.2.1. რომელი კატეგორიის მონაცემები მუშავდება მის შესახებ;

9.2.2 რა მიზნით მუშავდება მონაცემები;

9.2.3 რა სამართლებრივი საფუძვლით მუშავდება მონაცემები;

9.2.4 რა გზით შეგროვდა პერსონალური მონაცემები;

9.2.5 გაცემულა თუ არა მისი მონაცემები მესამე პირზე, ვისზე გაიცა – მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.

9.3 მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელპირთან გაეცნოს მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს დაუსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მონაცემთა გაცნობისთვის ან/და მონაცემთა ასლების გაცემისთვის:

ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია საფასური;

ბ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ დადგენილია გონივრულისაფასური მონაცემთა შენახვის ფორმისგან განსხვავებული ფორმით მათიგაცემისთვის დახარჯული რესურსის ან/და მოთხოვნის სიხშირის გამო.

მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, გაეცნოს ამ მუხლის პირველი პუნქტითგათვალისწინებულ მონაცემებს ან/და მიიღოს მათი ასლები მოთხოვნიდანარაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაცსაქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არის დადგენილი.  

ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლებაგაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მონაცემთა სუბიექტსდაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს. 

მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, გაეცნოს ამ მუხლის პირველი პუნქტითგათვალისწინებულ მონაცემებს ან/და მიიღოს მათი ასლები იმ ფორმით, რომლითაც დაცულია დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან ან/დადამუშავებაზე უფლებამოსილ პირთან. მონაცემთა სუბიექტს აგრეთვე უფლებააქვს, მოითხოვოს მის შესახებ მონაცემთა ასლების მიწოდება განსხვავებულიფორმით, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ დადგენილიგონივრული საფასურის სანაცვლოდ და იმ შემთხვევაში, თუ ეს ტექნიკურადშესაძლებელია.

9.4 მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირსმოსთხოვოს მის შესახებ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემებისგასწორება, განახლება ან/და შევსება.  დაწესებულების მხრიდან არაუგვიანეს10 სამუშაო დღისა (თუ საქართველოს კანონმდებლობითსხვა ვადა არ არისდადგენილი) მონაცემები უნდა გასწორდეს, განახლდეს ან/და შეივსოს ანმონაცემთა სუბიექტს ეცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი დაგანემარტოს უარის გასაჩივრების წესი.

თუ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი მონაცემთა სუბიექტისგანდამოუკიდებლად გამოავლენს, რომ მის ხელთ არსებული მონაცემები მცდარი, არაზუსტი ან/და არასრულია, მან გონივრულ ვადაში უნდა გაასწოროს, განაახლოს ან/და შეავსოს მონაცემები და მონაცემთა გასწორებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამის შესახებ აცნობოს მონაცემთასუბიექტს.დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მონაცემთა სუბიექტისთვისშეტყობინების ვალდებულება არ წარმოეშობა, თუ მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება ტექნიკური შეცდომის გასწორებას/აღმოფხვრასუკავშირდება.

9.5 მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირსმოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის, პროფაილინგის) შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნიდანარაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა( თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამარ არის დადგენილი) უნდა შეწყდეს მონაცემთა დამუშავება ან/და მონაცემებიუნდა წაიშალოს ან განადგურდეს ან მონაცემთა სუბიექტს უნდა ეცნობოსმოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განემარტოს უარის გასაჩივრებისწესი.

მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების შესახებ ინფორმაცია მიიღოს შესაბამისი მოქმედებისგანხორციელებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 10 სამუშაოდღისა.

მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მის შესახებ მონაცემთა საჯაროდხელმისაწვდომი ფორმით დამუშავების შემთხვევაში დამატებითდამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მონაცემთახელმისაწვდომობის შეზღუდვა ან/და მონაცემთა ასლების ან მონაცემებთანდამაკავშირებელი ნებისმიერი ინტერნეტბმულის წაშლა. 

9.6 მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირსმოსთხოვოს მონაცემთა დაბლოკვა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგიგარემოება:

ა) მონაცემთა სუბიექტი სადავოს ხდის მონაცემების ნამდვილობასან სიზუსტეს;

ბ) მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა მონაცემთა სუბიექტიეწინააღმდეგება მათ წაშლას და ითხოვს მონაცემთა დაბლოკვას;

გ) მონაცემები საჭირო აღარ არის მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცამონაცემთა სუბიექტს ისინი სჭირდება საჩივრის/სარჩელის წარსადგენად;

დ) მონაცემთა სუბიექტი მოითხოვს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას, წაშლასან განადგურებას და მიმდინარეობს ამ მოთხოვნის განხილვა;

ე) არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვისაუცილებლობა.

დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მონაცემთა სუბიექტისმოთხოვნის შემთხვევაში დაბლოკოს მონაცემები ამ მუხლის პირველი პუნქტითგათვალისწინებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას, გარდა იმშემთხვევისა, როდესაც მონაცემთა დაბლოკვამ შეიძლებასაფრთხე შეუქმნას:

ა) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ კანონით ან/და კანონითა დამის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით მისთვისდაკისრებული მოვალეობების შესრულებას;

ბ) კანონის შესაბამისად საჯარო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებულიამოცანების შესრულებას ან საქართველოს კანონმდებლობითდამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის მინიჭებული უფლებამოსილებისგანხორციელებას;

გ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან მესამე პირის ლეგიტიმურინტერესებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის, განსაკუთრებით არასრულწლოვანის, უფლებების დაცვისაღმატებულიინტერესი;

დ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილია მონაცემთასუბიექტის განცხადების განხილვის დასრულებამდე მიიღოს გადაწყვეტილებამონაცემთა დაბლოკვის შესახებ. მონაცემთა დაბლოკვის მიუხედავად, ამმონაცემთა დამუშავება შეიძლება გაგრძელდეს, თუ ეს აუცილებელიამონაცემთა სუბიექტის ან მესამე პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნებისთვის.

მონაცემები უნდა დაიბლოკოს მათი დაბლოკვის მიზეზის არსებობის ვადით დაამ ვადის განმავლობაში, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მონაცემთადაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება თან უნდა ერთოდეს შესაბამისმონაცემებს.

მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია მონაცემთადაბლოკვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ან მონაცემთა დაბლოკვაზეუარის თქმის საფუძვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღისა. 

9.7 მონაცემთა ავტომატური დამუშავების შემთხვევაში, თუ ეს ტექნიკურადშესაძლებელია, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვისპასუხისმგებელი პირისგან სტრუქტურიზებული, საზოგადოდ გამოყენებადი დამანქანურად წაკითხვადი ფორმატით მიიღოს მის მიერ მიწოდებულიმონაცემები ან მოითხოვოს ამ მონაცემთა სხვა დამუშავებისთვისპასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა.

9.8 მონაცემთა სუბიექტის სახელის, გვარის, მისამართის, ტელეფონის ნომრისადა ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა, პირდაპირი მარკეტინგისმიზნით სხვა მონაცემთა დამუშავებისთვის აუცილებელია მონაცემთასუბიექტის წერილობითი თანხმობა. მონაცემთა სუბიექტს აქვს უფლებაგამოიხმოს თანხმობა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთადამუშავების შესახებ, ამ შემთხვევაში მონაცემთა დამუშავება უნდა შეწყდესმოთხოვნის მიღებიდა გონივრულ ვადაში, არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.

9.9 მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, ყოველგვარიგანმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოს დაწესებულებაში მის მიერგაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნისშესაბამისად, მონაცემთა დამუშავება უნდა შეწყდეს ან/და დამუშავებულიმონაცემები წაიშალოს ან განადგურდეს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაოდღისა, თუ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ არსებობს.    

მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, თანხმობა გამოიხმოს იმავე ფორმით, რომლითაც თანხმობა განაცხადა.

მონაცემთა სუბიექტს თანხმობის გამოხმობამდე უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს და მიიღოს ინფორმაციათანხმობის გამოხმობის შესაძლო შედეგების შესახებ.

9.10 მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებულიუფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში კანონითდადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, სასამართლოს ან/და ზემდგომადმინისტრაციულ ორგანოს.

მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსმოსთხოვოს მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაგანცხადების განხილვის დასრულების თაობაზე გადაწყვეტილებისგამოტანამდე.

მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, პერსონალურ მონაცემთა დაცვისსამსახურის გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოსკანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების დაცვით.

10.1 პლატფორმა არ არის განკუთვნილი 16 წლამდე პირებისთვის. ასეთი მონაცემების აღმოჩენის შემთხვევაში ისინი დაუყოვნებლივ წაიშლება.

☐ ვადასტურებ, რომ მოცემულ ველზე მონიშვნის განხორციელებით სრულად გავეცანი და ვეთანხმები
შპს ნომოს-ის:

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას;
  • ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავებას პოლიტიკაში მითითებულიმიზნებით;
  • ჩემი მონაცემების დამუშავებას ავტომატურად, მათ შორის პროფაილინგის გზით;

ვაცნობიერებ, რომ აღნიშნული მონიშვნა წარმოადგენს ჩემი ნებისნებაყოფლობით, ინფორმირებულ და ცალსახა გამოხატვას და იურიდიულადუტოლდება წერილობით თანხმობას.

გაქვთ კითხვები ?

კითხვების არსებობის შემთხვევაში
დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ ელფოსტაზე.

info@nomosgeorgia.com

კონსულტაციის ჩანიშვნა

ფორმის გაგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მომსახურების პირობებს.