ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია და მცირე ბიზნესის სტატუსი

Contents

Service Highlights

NOMOS Georgia გთავაზობთ ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციისა და მცირე ბიზნესის სტატუსის მოპოვების სრულ სერვისს, რაც საქართველოში არსებულ უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათზე გაძლევთ წვდომას. ჩვენი იურისტები დაგეხმარებიან მთელი პროცესის სწორად წარმართვაში, რათა მიიღოთ მაქსიმალური ფინანსური სარგებელი ყოველგვარი სამართლებრივი შეცდომებისა და საგადასახადო ჯარიმების რისკის გარეშე.

რა არის მცირე ბიზნესის სტატუსი და ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია?

ინდივიდუალური მეწარმე (იმ) არის ფიზიკური პირის სამეწარმეო საქმიანობის ფორმა, რომელიც წარმოადგენს უმარტივეს გზას ლეგალური ბიზნესის დასაწყებად. მცირე ბიზნესის სტატუსი კი არის სპეციალური, პრივილეგირებული საგადასახადო რეჟიმი, რომელსაც ფიზიკურ პირს ანიჭებს შემოსავლების სამსახური. ამ სტატუსის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ მეწარმის წლიური ერთობლივი შემოსავალი 500 000 ლარამდე იბეგრება მხოლოდ 1%-იანი საგადასახადო განაკვეთით, ნაცვლად სტანდარტული 20%-იანი საშემოსავლო გადასახადისა, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ საგადასახადო რეჟიმად აქცევს მსოფლიოში.

Register as an Individual Entrepreneur in Georgia. Fast Individual Entrepreneur Registration with 1% Small Business Status

ვისთვის არის ინდ. მეწარმის რეგისტრაცისის სერვისი განკუთვნილი?

მცირე ბიზნესის სტატუსისა და ინდ. მეწარმის რეგისტრაციის მომსახურება განკუთვნილია დამოუკიდებელი პროფესიონალებისთვუს, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ:

  • ფრილანსერებისთვის, დიზაინერებისთვის, მარკეტოლოგებისა და კოპირაიტერებისთვის, რომლებიც ემსახურებიან გლობალურ პლატფორმებს.
  • IT სპეციალისტებისთვის, პროგრამისტებისა და ანალიტიკოსებისთვის, რომლებიც შემოსავალს იღებენ უცხოური კომპანიებიდან.
  • მცირე სავაჭრო ობიექტებისა და სერვისის მომწოდებლებისთვის, რომელთა ბრუნვა არ აღემატება კანონით დადგენილ ლიმიტს.

რას მოიცავს NOMOS Georgia-ს ინდ. მეწარმის რეგისტრაციის მომსახურება?

ჩვენ უზრუნველყოფთ თქვენი სამეწარმეო სტატუსის სწრაფ და იურიდიულად უზადო გაფორმებას. ჩვენი მომსახურება მოიცავს:

  • ფიზიკური პირის რეგისტრაციას ინდივიდუალურ მეწარმედ საჯარო რეესტრში.
  • საგადასახადო ორგანოში (RS.GE) მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების განაცხადის მომზადებასა და წარდგენას.
  • თქვენი საქმიანობის ტიპის დეტალურ ანალიზს ეკონომიკური კოდების (NACE) მიხედვით, რათა გამოირიცხოს აკრძალული საქმიანობები.
  • პირველად საგადასახადო კონსულტაციას ყოველთვიური დეკლარირებისა და სამეწარმეო საბანკო ანგარიშების გახსნის თაობაზე.

 

რატომ უნდა აირჩიოთ NOMOS Georgia?

მიუხედავად იმისა, რომ პროცედურა მარტივი ჩანს, მცირე ბიზნესის სტატუსს აქვს მკაცრი საკანონმდებლო შეზღუდვები. არსებობს აკრძალული საქმიანობების ვრცელი სია (მაგალითად, საკონსულტაციო მომსახურება), რომლის დარღვევის შემთხვევაში საგადასახადო ინსპექციამ შესაძლოა რეტროაქტიულად გააუქმოს სტატუსი და დაგაკისროთ 20%-იანი გადასახადი. NOMOS Georgia დეტალურად შეისწავლის თქვენს კონტრაქტებსა და ინვოისებს, რათა თქვენი საქმიანობის ფორმულირება იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო და ლეგალური.

კონტრაქტებისა და რისკების აუდიტი

ინვოისებისა და ხელშეკრულებების დეტალური ანალიზი, რათა გამოირიცხოს აკრძალული საქმიანობა და 20%-იანი რეტროაქტიული ჯარიმები.

სწრაფი და დისტანციური სერვისი

ინდ. მეწარმის რეგისტრაცია და 1%-იანი სტატუსის მოპოვება საქართველოში ჩამოუსვლელად, მინდობილობის საფუძველზე.

სრული იურიდიული მხარდაჭერა

საჯარო რეესტრის ამონაწერი, მცირე ბიზნესის სერტიფიკატი და პირველადი კონსულტაცია ყოველთვიურ 1%-იან დეკლარირებაზე.

რა იქნება NOMOS Georgia-სთან თანამშრომლობის შედეგი?

მომსახურების დასრულებისას თქვენ ხელში გექნებათ მოქმედი სამეწარმეო პროფილი, ოფიციალური მცირე ბიზნესის სერტიფიკატი და სრული საკანონმდებლო უფლებამოსილება, მიიღოთ ჰონორარები მთელი მსოფლიოდან და გადაიხადოთ თქვენი ერთობლივი შემოსავლიდან მხოლოდ 1%, ყოველგვარი ზედმეტი ბიუროკრატიული რისკების გარეშე.

ხშირად დასმული კითხვები

500 000 ლარის ზემოთ მიღებული შემოსავლის ნაწილი დაიბეგრება 3%-იანი განაკვეთით. თუმცა, თუ ბრუნვამ ზედიზედ 2 კალენდარული წლის განმავლობაში გადააჭარბა 500 000 ლარს, მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება.

აკრძალულია სათამაშო ბიზნესი, ფინანსური მომსახურება, იურიდიული და საკონსულტაციო საქმიანობა, სააქციზო საქონლის წარმოება/ვაჭრობა და სხვა სპეციფიკური სფეროები.

Need Assistance?

Our legal experts are ready to guide you through establishing your corporate presence in Georgia with turnkey support.

კონსულტაციის ჩანიშვნა

ფორმის გაგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მომსახურების პირობებს.