Contents
- 360°-იანი „ერთი ფანჯრის“ რელოკაცია ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის
- კომპანიის რეგისტრაცია და საგადასახადო სტატუსის ოპტიმიზაცია
- უძრავი ქონების მოძიება და იჯარის ხელშეკრულებების იურიდიული აუდიტი
- საოჯახო რელოკაცია, სკოლების შერჩევა და დისტანციური მომზადება
რას მოიცავს ბიზნესისა და ფიზიკური პირების რელოკაციის სერვისები?
ჩვენი ბიზნესისა და ფიზიკური პირების რელოკაციის სერვისები წარმოადგენს საქართველოში ბიზნესისა თუ პირადი ცხოვრების დასაწყებად საჭირო კომპლექსურ, 360-გრადუსიან მხარდაჭერას. „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ჩვენ ვეხმარებით საერთაშორისო კომპანიებს, IT სტარტაპებს, უცხოელ სპეციალისტებს, ფრილანსერებს, ციფრულ მომთაბარეებს (Digital Nomads), მეწარმეებსა და ოჯახებს საქართველოში შეუფერხებლად გადმოსვლისთვის საჭირო სამართლებრივი და პრაქტიკული საკითხების მოგვარებაში.
ჩვენი მომსახურება სცდება მხოლოდ გადმოსვლის ორგანიზებას და მოიცავს კომპანიის დაფუძნებას, საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებულ დახმარებას, საცხოვრებელი და საოფისე ფართების მოძიებას, იჯარის ხელშეკრულებების სამართლებრივ შემოწმებას, პირადი და კორპორაციული საბანკო ანგარიშების გახსნაში დახმარებას და ოჯახებისთვის ბავშვების სკოლებისა და საბავშვო ბაღების შერჩევას.
მიუხედავად იმისა, საქართველოში მთელი ბიზნესის გადმოტანას გეგმავთ თუ ინდივიდუალურად აპირებთ ცხოვრების დაწყებას, ჩვენი გუნდი კოორდინაციას უწევს აუცილებელ საკითხებს, რათა თქვენი გადმოსვლის პროცესი მაქსიმალურად მარტივი და ორგანიზებული იყოს. საიმიგრაციო საკითხების მოგვარება ასევე შესაძლებელია ჩვენი სპეციალიზებული საიმიგრაციო მომსახურების ფარგლებში.
ვისთვის არის განკუთვნილი ჩვენი სერვისები?
ჩვენი ბიზნესისა და ფიზიკური პირების რელოკაციის მხარდაჭერა განკუთვნილია:
- საერთაშორისო კომპანიებისა და IT სტარტაპებისთვის, რომლებსაც საქართველოში გადმოაქვთ ოფისები, საქმიანობა ან თანამშრომლები და ესაჭიროებათ კორპორაციული რელოკაციის მხარდაჭერა.
- უცხოელი აღმასრულებელი პირებისთვის, მენეჯერებისა და სპეციალისტებისთვის, რომლებიც საქართველოში სამუშაოდ ან ბიზნესსაქმიანობისთვის გადმოდიან.
- ციფრული მომთაბარეებისთვის (Digital Nomads), ფრილანსერებისა და ონლაინ მეწარმეებისთვის, რომელთაც სურთ საქართველოში პროფესიული და პირადი ცხოვრების მოწყობა.
- ოჯახებისა და ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც საქართველოში გრძელვადიან გადმოსვლას გეგმავენ და საჭიროებენ კომპლექსურ დახმარებას ახალ გარემოში დასაფუძნებლად.
- უცხოელი ინვესტორებისა და ბიზნესის მფლობელებისთვის, რომლებიც საქართველოში ბიზნესის დაფუძნებას ან საქმიანობის გაფართოებას გეგმავენ.
რას მოიცავს NOMOS Georgia-ს რელოკაციის სერვისები?
ჩვენ გთავაზობთ კომპლექსურ რელოკაციის მხარდაჭერას როგორც ბიზნესებისთვის, ისე ფიზიკური პირებისთვის, რაც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
ბიზნესის დაფუძნება და სამართლებრივი მხარდაჭერა
- კომპანიის რეგისტრაცია და ბიზნესის დაფუძნება საქართველოში.
- საგადასახადო დაგეგმვასთან და შესაბამის საგადასახადო რეჟიმებთან დაკავშირებული დახმარება, მათ შორის საერთაშორისო კომპანიის სტატუსისა და მცირე ბიზნესის 1%-იანი სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, კანონით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
- კორპორაციული და პირადი საბანკო ანგარიშების გახსნაში დახმარება.
- იურიდიული კონსულტაციები ბიზნესსაქმიანობასა და ადგილობრივ მარეგულირებელ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
უძრავი ქონება და ქონებასთან დაკავშირებული დახმარება
- საცხოვრებელი ბინებისა და სახლების მოძიებაში დახმარება საქართველოს მასშტაბით.
- ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული საოფისე და კომერციული ფართების მოძიება.
- საცხოვრებელი და კომერციული ფართების იჯარის ხელშეკრულებების სამართლებრივი შემოწმება.
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დახმარება თქვენი ინტერესების დასაცავად და სახელშეკრულებო რისკების შესამცირებლად.
საოჯახო რელოკაციის მხარდაჭერა
- შესაბამისი საერთაშორისო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მოძიებაში დახმარება.
- ჯანმრთელობის დაზღვევის გაფორმებასთან დაკავშირებული კონსულტაცია.
- საქართველოში ოჯახის დაფუძნებისთვის საჭირო პრაქტიკული საკითხების მოგვარებაში მხარდაჭერა.
პერსონალური დახმარება და ადგილობრივ გარემოში ინტეგრაცია
- კომუნალური სერვისების, მათ შორის ელექტროენერგიის, გაზის, წყლისა და ინტერნეტის გამართვაში დახმარება.
- ავტომობილის რეგისტრაციასა და განბაჟებასთან დაკავშირებული კონსულტაცია.
- ყოველდღიური ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებაში დახმარება.
- კონსულტაციები ადგილობრივ რეგულაციებსა და საქართველოში ცხოვრების პრაქტიკულ საკითხებზე.
რატომ უნდა აირჩიოთ NOMOS Georgia ბიზნესისა და პირადი რელოკაციისთვის საქართველოში?
„ერთი ფანჯრის“ პრინციპით მომსახურება: აღარ გჭირდებათ ცალკე იურისტებთან, უძრავი ქონების აგენტებთან, თარჯიმნებსა და სხვადასხვა კონსულტანტთან თანამშრომლობა. ჩვენი კოორდინირებული გუნდი ერთი საკონტაქტო რგოლის მეშვეობით გეხმარებათ რელოკაციის სამართლებრივი, ადმინისტრაციული და პრაქტიკული საკითხების მართვაში.
კორპორაციული რელოკაციის მდიდარი გამოცდილება: ჩვენ წარმატებით დავეხმარეთ სხვადასხვა მასშტაბის საერთაშორისო კომპანიებსა და გუნდებს საქართველოში გადმოსვლაში. ჩვენი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს ეფექტურად ვაკოორდინიროთ კომპლექსური კორპორაციული რელოკაციის პროექტები და მინიმუმამდე დავიყვანოთ საქმიანობის შეფერხება.
ადგილობრივი ბაზრის სიღრმისეული ცოდნა: საქართველოს სამართლებრივი და ბიზნესგარემოს ცოდნა ეხმარება ჩვენს კლიენტებს ადგილობრივი მოთხოვნების უკეთ გააზრებაში, არასანდო შუამავლების თავიდან აცილებაში, შესაბამისი უძრავი ქონების შერჩევასა და საკუთარი ინტერესების დაცვაში პროფესიული სამართლებრივი ზედამხედველობის გზით.
გრძელვადიანი სამართლებრივი პარტნიორობა: ჩვენი ჩართულობა საქართველოში თქვენი ჩამოსვლით არ სრულდება. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ თქვენთან თანამშრომლობა, როგორც სამართლებრივმა და ბიზნესკონსულტანტებმა, თქვენი პირადი და ბიზნესსაჭიროებების განვითარების შესაბამისად.
კორპორაციული დაფუძნება და საგადასახადო გეგმა
კომპანიის სრული რეგისტრაცია, საბანკო ანგარიშების გახსნა და კონსულტაციები ისეთ შეღავათებზე, როგორიცაა საერთაშორისო კომპანია ან 1% მცირე ბიზნესი.
უძრავი ქონება და იჯარის დაცვა
საცხოვრებელი და საოფისე ფართების შერჩევა საქართველოს მასშტაბით და იჯარის კონტრაქტების დეტალური იურიდიული შემოწმება თქვენი უფლებების დასაცავად.
საოჯახო რელოკაცია და ინტეგრაცია
საერთაშორისო სკოლების შერჩევა, ჯანმრთელობის დაზღვევა, კომუნალური სერვისების გამართვა, ავტომობილის განბაჟება და ადმინისტრაციული მხარდაჭერა.
რას მიიღებთ NOMOS Georgia-ს რელოკაციის სერვისებით?
NOMOS Georgia-ს არჩევით თქვენ ან თქვენი კომპანია ისარგებლებთ საქართველოში გადმოსვლის უფრო ორგანიზებული, ეფექტური და სამართლებრივად მხარდაჭერილი პროცესით.
თქვენი საჭიროებებისა და შეთანხმებული მომსახურების ფარგლების შესაბამისად, შესაძლებელი იქნება ბიზნესსტრუქტურის ჩამოყალიბება, საბანკო ანგარიშების გახსნის პროცესის ორგანიზება, შესაბამისი საცხოვრებელი ან საოფისე ფართების მოძიება, იჯარის ხელშეკრულებების სამართლებრივი შემოწმება და აუცილებელი პრაქტიკული საკითხების კოორდინაცია საქართველოში ჩამოსვლამდე ან ჩამოსვლის შემდეგ.
კომპანიებისთვის ეს ნიშნავს, რომ თანამშრომლებს შეეძლებათ პროფესიულ მოვალეობებზე კონცენტრირება, ხოლო აუცილებელი ბიზნეს და რელოკაციის საკითხები კოორდინირებულად იქნება ორგანიზებული. ფიზიკური პირებისა და ოჯახებისთვის კი ეს ნიშნავს პროფესიულ მხარდაჭერას იმ პრაქტიკული და სამართლებრივი საკითხების მოგვარებაში, რომლებიც საქართველოში ახალი ცხოვრების დაწყებას უკავშირდება.
ჩვენი მიზანია ზედმეტი ადმინისტრაციული სირთულეების მინიმუმამდე დაყვანა, სამართლებრივი და ლოგისტიკური რისკების შემცირება და საქართველოში თქვენი გადმოსვლის პროცესის მაქსიმალურად გამარტივება.
ხშირად დასმული კითხვები
რას მოიცავს NOMOS Georgia-ს კორპორაციული რელოკაციის სერვისები?
დამეხმარება თუ არა NOMOS Georgia ბინის მოძიებასა და იჯარის ხელშეკრულების შემოწმებაში?
შესაძლებელია თუ არა რელოკაციის პროცესის დაწყება საქართველოში ჩამოსვლამდე?
უზრუნველყოფს თუ არა NOMOS Georgia რელოკაციის მხარდაჭერას თბილისის ფარგლებს გარეთაც?
დაგვიკავშირდით დღესვე და მიიღეთ იურიდიული კონსულტაცია ექსპერტისგან!