ხელშეკრულების შედგენა და იურიდიული რევიზია

Contents

Service Highlights

იურიდიული კომპანია NOMOS Georgia-ს სერვისი, ხელშეკრულების შედგენა და რევიზია, სტარტაპებსა და მოქმედ მეწარმეებს სთავაზობს კომერციული ხელშეკრულების ნულიდან შედგენისა და არსებული დოკუმენტების იურიდიული რევიზიის (აუდიტის) სრულყოფილ სერვისს. ჩვენი ამოცანაა, თითოეული პუნქტი მოვარგოთ თქვენს ინტერესებს, აღმოვფხვრათ ფარული სამართლებრივი მახეები და მაქსიმალურად დავაზღვიოთ თქვენი ფინანსები და აქტივები შესაძლო პარტნიორული თუ კლიენტური დავებისგან.

რა არის ხელშეკრულების შედგენა და რევიზია?

ხელშეკრულების შედგენა და რევიზია არის კომპლექსური სამართლებრივი სერვისი, რომელიც მიმართულია ბიზნესურთიერთობების დოკუმენტურ მოწესრიგებაზე. შედგენა (Drafting) გულისხმობს უნიკალური, თქვენი ბიზნესმოდელის სპეციფიკაზე მორგებული კონტრაქტის ნულიდან დაწერას, სადაც მკაფიოდ განისაზღვრება მხარეთა ვალდებულებები, ვადები, ხარისხის სტანდარტები, ფორსმაჟორი და სანქციები. რევიზია (Review) კი არის მეორე მხარის (კლიენტის, მომწოდებლის, ინვესტორის) მიერ შემოთავაზებული ხელშეკრულების პროექტის დეტალური ანალიზი, რომლის დროსაც ჩვენი იურისტები ეძებენ არახელსაყრელ პირობებს და ახდენენ მათ კორექტირებას.

Contract Drafting & Legal Review Services

ვის ესაჭიროება ხელშეკრულების შედგენისა და რევიზიის მომსახურება?

ხელშეკრულების შედგენისა და რევიზიის სერვისი კრიტიკულად აუცილებელია ნებისმიერი სუბიექტისთვის, რომელიც ყოველდღიურად ახორციელებს კომერციულ ოპერაციებს. „ცვენინ იურიდიული კომპანიის სერვისი, ხელშეკრულების შედგენა და რევიზია განკუთვნილია:

  • მოქმედი კომპანიებისა და სტარტაპებისთვის, რომლებიც ახალ პარტნიორულ ან მიწოდების შეთანხმებებს აფორმებენ.
  • ონლაინ პლატფორმებისა და E-commerce ბიზნესებისთვის, რომელთაც სჭირდებათ გამართული Terms & Conditions და კონფიდენციალურობის პოლიტიკა (Privacy Policy) საიტისთვის.
  • დამსაქმებლებისთვის, ვისაც სურს თანამშრომლებთან და გარე კონტრაქტორებთან (Outsource მკვლევარები, IT დეველოპერები) ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგება.

რას მოიცავს NOMOS Georgia-ს მომსახურება?

ჩვენი გუნდი მუშაობს ნებისმიერი სირთულისა და მოცულობის დოკუმენტებზე, როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო დონეზე. მომსახურება მოიცავს:

  • ნასყიდობის, მომსახურების, საიჯარო, სააგენტო, ფრენჩაიზინგისა და პარტნიორული ხელშეკრულებების მომზადებას.
  • ორენოვანი (ქართულ-ინგლისური, ქართულ-რუსული) იურიდიული დოკუმენტების შედგენას.
  • კონტრაქტების ექსპერტიზას და რისკების (არაპროპორციული პირგასამტეხლო, ბუნდოვანი ვადები, დავის არახელსაყრელი იურისდიქცია) აღმოფხვრას.
  • აქტიურ იურიდიულ მონაწილეობას მხარეებს შორის გამართულ მოლაპარაკებებში პირობების საბოლოო შეთანხმებამდე.

რატომ NOMOS Georgia-ს ხელშეკრულების შედგენისა და რევიზიის სერვისი?

ბიზნესში ინტერნეტიდან გადმოწერილი უფასო შაბლონების გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და სავალალო შეცდომაა, რადგან ასეთი დოკუმენტები ვერ ითვალისწინებენ კონკრეტული გარიგების ნიუანსებს. NOMOS Georgia არ მუშაობს შაბლონებით. ჩვენი მომზადებული ყოველი კონტრაქტი არის ინდივიდუალური, “ხელით ნაკერი” სამართლებრივი ინსტრუმენტი, სადაც თითოეულ სიტყვასა და მძიმეს აქვს თავისი მიზანმიმართული იურიდიული ძალა და ფუნქცია.

ხელშეკრულების შედგენა

თქვენი ბიზნესმოდელისთვის პერსონალურად შექმნილი კონტრაქტები აქტივებისა და ინტერესების მაქსიმალური დასაცავად.

იურიდიული რევიზია და აუდიტი

სხვისი შემოთავაზებული ხელშეკრულებების დეტალური ანალიზი ფარული რისკებისა და არახელსაყრელი პირობების გამოსავლენად.

მხარდაჭერა მოლაპარაკებებში

ჩვენი იურისტების აქტიური ჩართულობა და სამართლებრივი კონსულტაცია პირობების საბოლოო შეთანხმებამდე.

რა იქნება NOMOS Georgia-ს მომსახურების შედეგი?

მომსახურების შედეგად თქვენ მიიღებთ იურიდიულად უზადო, მოქმედ საკანონმდებლო ბაზასთან და საერთაშორისო პრაქტიკასთან (მაგ. Incoterms) სრულად თავსებად დოკუმენტს. თქვენ გექნებათ მყარი სამართლებრივი გარანტია, რომელიც მაქსიმალურად იცავს თქვენს ფინანსებს, ბრენდს და უფლებებს ფორსმაჟორული სიტუაციების ან პარტნიორის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

ხშირად დასმული კითხვები

დიახ, საქართველოს კანონმდებლობით, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან მხარეთა მიერ შეთანხმებული ელექტრონული ფორმა თანაბარი იურიდიული ძალისაა, რაც მატერიალურ (ქაღალდის) დოკუმენტს აქვს.

NDA არის კონფიდენციალურობის შეთანხმება. ის კრიტიკულია სტარტაპისთვის, რათა თანამშრომლებმა, ფრილანსერებმა ან პოტენციურმა ინვესტორებმა არ მოახდინონ ბიზნეს იდეის, კოდის ან კომერციული საიდუმლოს მესამე პირებზე გაცემა.

გაქვთ კითხვები ?

დაგვიკავშირდით დღესვე და მიიღეთ იურიდიული კონსულტაცია ექსპერტისგან!

კონსულტაციის ჩანიშვნა

ფორმის გაგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მომსახურების პირობებს.