წესები
და პირობები
პუბლიკაციის თარიღი: 1 დეკემბერი 2025
ცვლილების თარიღი : 1 მარტი 2026
01 ტერმინთა განმარტება
წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) „თქვენ“ ან „თქვენი“ – აღნიშნავს ვიზიტორს, რომელიც იყენებს ვებ გვერდს.
ბ) „ჩვენ“, „კომპანია“ ან „Nomos Georgia“ – აღნიშნავს შპს ნომოს-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405558249), რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
გ) „პლატფორმა“ – ნიშნავს ვებგვერდს – Nomosgeorgia.com
დ) „ვიზიტორი“ – არის პირი, რომელიც სტუმრობს პლატფორმას
02 2. ზოგადი პირობები
2.1. იურიდიული კომოპანია Nomos Georgia გთავაზობთ შესაძლებლობას გაეცნოთ თანამედროვე სამართლის აქტუალურ გამოწვევებს, უსასყიდლოდ წაიკითხოთ კვალიფიციური იურისტების მიერ დაწერილი სტატიები, ბლოგები და მოიპოვოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის შესახებ, ასევე, გაეცნოთ გუნდის წევრებს და ჩანიშნოთ კონსულტაცია. .
2.2. ამ დოკუმენტში განსაზღვრულია პლატფორმის გამოყენების ზოგადი პრინციპები. დოკუმენტზე თანხმობის განცხადებით ვიზიტორი ამავდროულად ეთანხმება მისი პერსონალური მონაცემის დამუშავებას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრულ ფარგლებში და მიზნით.
2.3 თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას, გთხოვთ, თავი შეიკავოთ პლატფორმის გამოყენებისგან.
03 3. პლატფორმის გამოყენების წესები
3.1 მომხმარებელს არ შეუძლია პლატფორმის გამოყენება ისეთი ქმედებებისთვის ან კონტენტის გაზიარებისთვის, რომელიც:
3.1.1. არღვევს წინამდებარე წესებსა და პირობებს ან მოქმედ კანონმდებლობას;
3.1.2. არის უკანონო, ხელს უწყობს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას, შეიცავს დისკრიმინაციის ანთაღლითობის ნიშნებს;
3.1.3. არღვევს მესამე პირის ან თავად კომპანიის უფლებებს (მათ შორის ინტელექტუალურ საკუთრებას).
3.2 მომხმარებელს ეკრძალება:
3.2.1. ნებისმიერი ქმედება, რაც ხელს უშლის პლატფორმის გამართულ მუშაობას ან აზიანებს მის იერსახეს;
3.2.2. პლატფორმის მონაცემებზე ავტომატური საშუალებებით (მაგ. ბოტებით, სკრეპინგით) წვდომა ან ისეთი მონაცემების მოპოვება, რომლებზეც წვდომის ნებართვა არ გააჩნია.
04 მომხმარებლის ვალდებულებები
4.1. პლატფორმის რესურსებით უზრუნველყოფილი არ არის ტრანზაქციების განხორციელება ან იმგვარ კონტენტზე წვდომა, რამაც შეიძლება სავალდებულო გახადოს მომხმარებელთა სეგმენტაცია ასაკის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
4.2. პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების პირობები შეზღუდულია ამ დოკუმენტითა და საქართველოს კანონმდებლობით. პირს, რომელმაც დაარღვია წინამდებარე მოთხოვნები განუსაზღვრელი ვადით შეეზღუდება წვდომა პლატფორმაზე.
05 მომხმარებლის ვალდებულებები
5.1 მომხმარებელი ვალდებულია არ გამოიყენოს პლატფორმა უკანონო მიზნებისთვის, მათ შორის, არ დაარღვიოს პლატფორმაზე განთავსებულ ნაწარმოებთაგან გამომდინარე ინტელექტუალური საკუთრების უფლებები.
06 მომსახურების საფასური და გადახდის წესი
6.1. პლატფორმა არ გამოიყენება იურიდიული მომსახურების სერვისების ღირებულების დაფარვის მიზნებისათვის. ვებ გვერდი ატარებს საინფორმაციო შინაარსს. მომსახურების პირობების შეთანხმება შესაძლებელია პირველადი კონსულტაციის ჩანიშვნის ან პლატფორმაზე მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციაზე, კომპანიასთან დაკავშირების გზით.
07 ინტელექტუალური საკუთრება
7.1 პლატფორმაზე განთავსებული ყველა ელემენტი (ტექსტები, დიზაინი, გრაფიკა, ვიდეო და სხვა) წარმოადგენს კომპანიის ან/და მისი პარტნიორების ინტელექტუალურ საკუთრებას.
7.2 მომხმარებელს უფლება აქვს გამოიყენოს რესურსები მხოლოდ პირადი და არაკომერციული მიზნებისთვის. ნებისმიერი სხვა გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობით.
7.3 ვებგვერდზე მოცემული ნიშნების ან ლოგოების გამოყენება შეზღუდულია და დაუშვებელია მათი გამოყენება კომპანიის თანხმობის გარეშე.
7.4 ვებგვერდის კონტენტი დაცულია საავტორო უფლებებით და გამოიყენება მხოლოდ პირადი მიზნებისთვის. მასალის გავრცელება დასაშვებია შემდეგ შემთხვევაში :
7.4.1 მხოლოდ არასავაჭრო, ინფორმაციული მიზნებისთვის;
7.4.2. ნებისმიერი ასლი უნდა შეიცავდეს ავტორის მითითებას;
08 ცვლილებები
8.3 რეკომენდებულია ყველა ფაილის ჩამოტვირთვისას დაიცვათ თქვენი კომპიუტერის უსაფრთხოება ვირუსების და სხვა დამაზიანებელი პროგრამებისგან.
09 ცვლილებები
9.1 საქართველოს კანონმდებლობა გამოიყენება ხელშეკრულების განმარტებისა და შესრულებისას, მიუხედავად იმისა, ცხოვრობს თუ არა მომხმარებელი საქართველოში ან სხვა ქვეყანაში და მიუხედავად იმისა, თუ საიდან ხდება პლატფორმის გამოყენება. ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოებში.
10 ცვლილებები
10.1 კომპანია იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში განაახლოს წინამდებარე დოკუმენტი.
10.2 დოკუმენტში ცვლილებები შეიტანება ვებ გვერდზე გამოქვეყნების გზით და ცვლილებებს უნდა გაეცნოთ პერიოდულად. ცვლილებების შესახებ პერსონალურად გეცნობებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ვალდებულება გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან.
11 მონაცემთა დაცვა
11.1 პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და დეტალურად განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში, რომელიც წარმოადგენს ამ წესების განუყოფელ ნაწილს.
12 ენების ვერსია
12.1 დოკუმენტი შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს სხვადასხვა ენაზე.
13 13. კომუნიკაცია
14.1 ვიზიტორს შეუძლია დაუკავშირდეს კომპანიას კონსულტაციის ჩანიშვნის ან სხვა მიზნებისათვის შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე : info@nomosgeorgia.com
გამოქვეყნების თარიღი: 2025 წლის 1 დეკემბერი
ბოლო ცვლილების თარიღი: 2026 წლის 1 მარტი
გაქვთ კითხვები ?
კითხვების არსებობის შემთხვევაში
დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ ელფოსტაზე.