საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ფულადი ვალდებულებიდან წარმოშობილ მოთხოვნაზე ვრცელდება ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა.
ამ 3 წელში შეუძლია კრედიტორს (ბანკს, საკრედიტო კომპანიას ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას) მოითხოვოს მსესხებლისაგან ვალდებულების შესრულება.
ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან.
შესაბამისად, სესხის ხანდაზმულობის ვადა აითვლება სწორედ იმ მომენტიდან, რა დროსაც კრედიტორს წარმოეშობა მოთხოვნა მსესხებლის მიმართ.
| თუ მუდმივად გიკავშირდებიან სასესხო ვალდებულების შესრულების მოთხოვნით – აუცლებელია იცოდეთ იმ სამართლებრივი ბერკეტების შესახებ, რომელიც გამოყენებაც თავიდან აგარიდებთ სამართლებრივ და ფინანსურ პრობლემებს |
რას ნიშნავს ხანდაზმულობა?
ხანდაზმულობის ვადა არის ის პერიოდი, რომლის განმავლობაში კრედიტორს აქვს საამრთლებრივი შესაძლებლობა მოითხოვოს საკუთარი მოთხოვნის იძულებით შესრულება.
ამ ვადის გასვლის შემდეგ, მოთხოვნის უფლება თავისთავად კვლავ არსებობს, თუმცა მისი აღსრულება შეუძლებელი გახდება, თუ მოვალე უარს იტყვის მის შესრულებაზე.
სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა სამ წელს შეადგენს, ხოლო მისი დაწყება დაკავშირებულია მოთხოვნის წარმოშობის მომენტთან. ხანდაზმულობის ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როდესაც კრედიტორმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
როდის ხდება სესხი ხანდაზმული?
3-წლიანი ვადის გასვლა ავტომატურად აქცევს სესხს ხანდაზმულად. კრედიტორის 3 წლის შემდეგად აღძრას სარჩელი სასამართლოში მოვალის წინააღმდეგ ფინანსური ვალდებულების შესრულებით მოთხოვნით.
ცხადია, მოვალე უფლემოსილია ასეთ დროს უარი განაცხადოს ვალდებულების შესრულებაზე, თუმცა ამისათვის საჭიროა სასამართლოსადმი მიმართვა სესხის ხანდაზმულად აღიარების მოთხოვნით.
შესაძლოა სესხი „გაცოცხლდეს”?
სესხის ხანდაზმულობის ვადის დენა შესაძლოა შეწყდეს და სესხი „გაცოცხლდეს“ მიუხედავად იმისა, რომ 3 წელი არის გასული.
თუ დარწმუნებული ხართ, რომ სესხი არის ხანდაზმული და თუ ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან/და საკრედიტო კომპანია შეეცდება თქვენგან თანხის ამოღებას:
- არ აღიაროთ სასესხო ვალდებულება
- არ გასცეთ არავითარი გარანტია
- არ გადაიხადოთ პროცენტი
- არ გადაიხადოთ ავანსი
- ან არ აღიაროთ სასეხო ვალდებულება სხვაგვარად
სესხის ხანდაზმულობა ეხება პირგასამტეხლოს?
სესხის ხანდაზმულობა ვრცელდება ,მათ შორის, ვრცელდება დამატებით მოთხოვნებზე, როგორიცაა პირგასამტეხლო.
დამატებით მოთხოვნა ვერ იარსებებს ძირითადი მოთხოვნის გარეშე.
შესაძლოა დამატებითი მოთხოვნის ხანდაზმულობა არ იყოს დამდგარი, განსხვავებით ძირითადი ვალდებულებისგან, თუმცა იგი მაინც ითვლება ხანდაზმულად, თუ ძირითად მოთხოვნა არის ხანდაზმული.
შესაბამისად, ძირითადი მოთხოვნის ხანდაზმულობის შემთხვევაში, თქვენ ხართ უფლებამოსილი უარი განაცხადოთ პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე.
ის რაც უნდა იცოდეთ
მოთხოვნის ხანდაზმულობა შესაძლებელია 10 წლამდეც კი გახანგრძლივდეს.
ხშირია, როდესაც კრედიტორი პირდაპირ სასამართლოს გზით ითხოვს სასესხო ვალდებულების დაფარვას.
ასეთ დროს კი, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურდება მოთხოვნა, მისი ხანდაზმულობა გახარნგრძლივდება 10 წლამდე.
დასკვნა
თუ ზემოხსენებული ინსტიტუტები სასეხო ვალდებულების დაფარვის მოთხოვნით გიკავშირდებიან, აუცილენლად მოგვმართეთ სამართლებრივი კონსულტაციისთვის.
გაითვალისწინეთ, რომ ყოველი ინდივიდუალური საქმე მოითხოვნად განცალკევებულად და ინდივიდუალურად შეფასებას.
NOMOS GEORGIA-ს სამართლის ექსპერტები დაგეხმარებიან ხანდაზმული სესხების სასამართლოს გზით ხანდაზმულად აღიარებაში.


