თუ თქვენ მოიგებთ სამართლებრივ დავას საქართველოს ფარგლებს გარეთ, თუმცა მოპასუხის ქონება საქართველოშია – ასეთ ეტაპზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილება მხოლოდ ფორმალური გამარჯვებაა.
სწორედ ამდ როს ჩნდება კრიტიკული სამართლებრივი კითხვა:
შეუძლება თუ არა უცხოური სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება საქართველოში?
დაიხ, ეს შესაძლებელია – თუმცა მიზნის მისაღწევად პროცედურა მოითხოვს სიზუსტეს, სტრატეგიულად სწორ მიდგომასა და სამართლებრივ გამოცდილებას.
სამართლებრივი ბაზა
საქართველოში უცხოური სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება რეგულირდება რამდენიმე სამართლებრივი წყაროს მეშვეობით:
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი – განსაზღვრავს სასამართლო გადაწვეყტილებების ცნობა-აღსრულების წესსა და პირობებს;
- საქართველოს კანონი „არბიტრაჟის შესახებ“ – არეგულირებს საარბიტრაჟო დავებსა და გადაწყვეტილებათა აღსრულებას;
- საქართველოს კანონი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ – განსაზღვრავს, თუ რომელი სამართლებრივი წესრიგი გამოიყენება უცხო ქვეყნის სამართალთან დაკავშირებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, აგრეთვე საპროცესო სამართლის რელევანტურ ნორმებს.
- 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენცია – საერთაშორისო საარბიტრაჟო სამართლის ფუნდამენტური სამართლებრივი წყარო.
- 1993 წლის მინსკის კონვენცია – იურიდიული დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საკითხებში.
კომპეტენტური სასამართლო
საქართველოში უცხოური სასამართლო გადაწყვეტილებებისა და საარბიტრაჟ გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულება არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენცია.
ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხოური სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება თუ:
ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება
ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები
გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში
დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება
ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს
ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი
ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
უზრუნველყოფის ღონისძიებები
უცხოური სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოში ცნობის შესახებ განცხდების პარალელურად შესაძლებელია მოსარჩელემ სასამართლოს მიამრთოს შუამდგომლობით და მოითხოვოს უზრუველყოფის ღონისძიების გამოყენება.
უზენაეს სასამართლოს შეუძლია შემდეგომ ზომების გამოყენება:
- ქონების დაყადაღება
- ქმედების შესრულების აკრძალვა
სააღსრულებო წარმოება
ცნობა-აღსრულების შემდეგ იწყებაბ სააღსრუელებო წარმოების ეტაპი, რაც უკვე მოსარჩელის ფაქტობრივ დაკმაოყფილებას გულისხმობს.
სააღსრულებო წარმოებსი ეტაპებია:
-
- სააღსრულებო ფურცლის გაცემა
- სააღსრულებო ფურცლის წარდგენა აღსრულების ეროვნულ ბიუროში
- სააღსრულებო მოქმედებათა პრაქტიკული განხორციელება
დასკვნა
უცხოური გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულები მრავალგანზომილებიაი პროცესია და მოსარჩელის მიზნის მიღწევად მნიშვნელოვანია ყოველი პროცედურული ეტაპის სწორად და ეფექტურად განხორციელება.
NOMOS GEORGIA – ჩვენი გუნდი სპეციალიზებულია საერთაშორისო საამრთლებრივ დავებში, რაც მოიცავს უცხოური სასამართლო თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების საქართველოში ცნობა-აღსრულებას, დოკუმენტაციის მომზადებიდან სააღსრულებო წარმოებამდე.


