იურიდიული აუთსორსინგი

იურიდიული აუთსორსი კომპანიებისთვის – მიანდეთ იურიდიული საკითხები გამოცდილ გუნდს!

საქართველოში ბიზნესის მართვა მოითხოვს მტკიცე იურიდიულ მხარდაჭერას, რათა უზრუნველყოთ კანონმდებლობასთან შესაბამისობა, დაიცვათ თქვენი ინტერესები და ეფექტურად მართოთ კომპანიის სამართლებრივი საკითხები.

Nomos Georgia-ს გამოცდილი იურისტების გუნდი გთავაზობთ სრულმასშტაბიან იურიდიულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს: კომპანიის ყოველდღიური იურიდიული საკითხების მართვას, ხელშეკრულებებისა და სხვა სახის დოკუმენტების შედგენას, რეგულაციურ მხარდაჭერას და ქომფლაიენსს, საჯარო უწყებებში წარმომადგენლობასა და იურიდიულ კონსულტაციებს. ჩვენ ვემსახურებით, როგორც მცირე, საშუალო, სტარტაპებს, ისე მსხვილ კორპორაციებს

ყოველთვიური იურიდიული მომსახურება

მიიღეთ მაღალი ხარისხის იურიდიული მომსახურება მუდმივი თანამშრომლის დაქირავების გარეშე. ჩვენ გთავაზობთ დისტანციურ და ადგილზე იურიდიულ მხარდაჭერას, რომელიც მოიცავს: დოკუმენტაციის მართვას, რეგულაციებთან შესაბამისობას, რისკების იდენტიფიცირებასა და მართვას.

დოკუმენტაციის მომზადება

ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს სრულმასშტაბიან სამართლებრივ მხარდაჭერას, მათ შორის: კორპორატიული დოკუმენტების მომზადებას, საერთო კრების ოქმების შედგენას, პატნიორთა შეთანხმების მომზადებას, ნებისმიერი სახის იურიდიული დოკუმენატაცის მართვას.

რეგულაციებთან შესაბამისობა

Nomos Georgia გთავაზობთ სრულ იურიდიულ მხარდაჭერას დარგობრივ რეგულაციებთან შესაბამისობის (compliance) სისტემის აწყობისა და მართვის კუთხით. რეგულაციებთან შესაბამისი ოპერირება უფრო გამჭვირვალეს, საიმედოს და კონკურენტუნარიანს ხდის თქვენს კომპანიას.

ხელშეკრულების შედგენა და რევიზია

სრულყოფილად შედგენილი ხელშეკრულება იცავს თქვენს ბიზნესს სამართლებრივი რისკებისა და შესაძლო დავებისგან. Nomos Georgia გთავაზობთ ხელშეკრულებების მომზადებას, ანალიზსა და მოლაპარაკებების წარმოებას ყველა ტიპის დოკუმენტზე – მათ შორის კომერციული ხელშეკრულებები, მომწოდებლებთან კონტრაქტები, კონფიდენციალურობის შეთანხმებები (NDA) და სხვა.

შრომითი ურთიერთობების მოწესრიგება

შრომითი ურთიერთობების სწორად მართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი ბიზნესისთვის. ჩვენ გთავაზობთ სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას: შრომითი ხელშეკრულებების მომზადებას, შიდა პოლიტიკის ფორმირებას, თანამშრომელთა დავების გადაწყვეტასა და გათავისუფლების პროცესის სამართლებრივ მართვას – შრომითი კანონმდებლობის სრული დაცვით.

საჯარო უწყებებთან წარმომადგენლობა

საჯარო უწყებებთან ურთიერთობა ხშირად დაკავშირებულია ბიუროკრატიულ სირთულეებთან და პროცესის გაჭიანურების რისკთან. Nomos Georgia გთავაზობთ სამართლებრივ წარმომადგენლობას მერიის, სამინისტროებისა და სხვა რეგულატორი უწყებების წინაშე – ლიცენზიებისა და ნებართვების მიღების პროცესში, ასევე ადმინისტრაციულ დავებთან დაკავშირებულ საკითხებში.

დაჯავშნეთ კონსულტაცია ლიკა ცინცაბაძესთან

დამფუძნებელი | ადვოკატი | ბიზნეს სამართლის ექსპერტი

დაჯავშნეთ 60-წუთიანი სტრატეგიული იურიდიული კონსულტაცია იურიდიული კომპანია Nomos Georgia-ს დამფუძნებელთან.

კონსულტაცია განკუთვნილია მეწარმეებისთვის, საერთაშორისო ინვესტორებისთვის, ბიზნესის მფლობელებისთვის და ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც საქართველოში საჭიროებენ კვალიფიციულ იურიდიულ მხარდაჭერას.

კონსულტაციის საფასური: 200 ევრო

უკუკავშირი

რას ამბობენ კლიენტები ჩვენზე

კონსულტაციის ჩანიშვნა

ფორმის გაგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მომსახურების პირობებს.