| 2026ბ წლის 14 მაისს ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა საჯარო გადაწყვეტილება №143, რომელიც განსაზღვრავს ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული ნამეტი შემოსავლის დაბეგვრის საკითხებს; უძრავი ქონების, საცხოვრებელ ბინად/სახლად მიჩნევისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს; აქტივის, საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადის და მიწოდების მომენტის განსაზრრის წესს. |
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5% პროცენტით იბეგრება“.
ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.ა“ ქვეპუნქტით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ „2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი”.
ყურადსაღებია, რომ ზემოხსენებული შეღავათის გამოყენებისას აუცილებელია ფინანსთა სამინისტროს ამ გადაწყვეტილებით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინება.
1. რა დაზუსტდა?
სამინისტრომ კონკრეტულად განისაზღვრა საცხოვრებელი ბინის (სახლის) მახასიათებლები. ეს კი მნიშვნელოვანია, თუ ფიზიკურ პირს სურს საგადასახადო შეღავათით სარგებლობა.
-
რა მიიჩნევა საცხოვრებელ ბინად/სახლად?
ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანია მარეგისტრირებელი ორგანოს შესაბამისი ჩანაწერი, თუმცა საბოლოო შეფასებისთვის გადამწყვეტია ქონების ფაქტიური ფუნქციური დანიშნულება.
საერთო ჯამში, საცხოვრებელი ბინა/სახლი ერთობლივად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- წარმოადგენს დამოუკიდებელ ერთეულს
- განკუთვნულია საცხოვრებლად გამოყენებისთვის
- უზრუნველყოფილია ან შეიძლება უზრნველყოფილი იყოს საბაზისო საინჟინრო კომუნიკაციებით
- არ წარმოადგენს სხვა საქმიანობის ფუნქციურ ნაწილს
1.2. ითვლება თუ არა მშენებარე ბინა/სახლი საცხოვრებელ ბინად/სახლად?
„გადასახადების ადმინისტიტრების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების საფუძველზე მშენაბარე ბინა/სახლი საცხოვრებელ ბინად/სახლად განიხილება, თუ იგი თავისი პროექტით და დანიშნულებით წარმოდგენს საცხოვრებელ ერთეულს და შემძენს გადაეცემა მისი საცხოვრებლად გამოყენებისთვის საჭირო ყველა ძირითადი უფლება.
1.3. რა არ მიიჩნევა საცხოვრებელ ბინად/სახლად?
საჯარო გადაწყვეტილებით დაზუსტდა ისეთი შემთხვევები, როცა ქონება არ ჩაითვლება საცხოვრებელ ბინად/სახლად, ასეთია:
- სასტუმტოს ნომერი
- მეწარმე ფიზიკური პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში აქტივის მიწოდება
2. როგორ აითვლება 2-წლიანი ფლობის ვადა?
საჯარო გადაწყვეტილებით ასევე დაზუსტდა 2-წლიანი ფლობის ვადის ათვლის წესები:
- საკუთარი ძალის აშენებული საცხვორებელი ბინის/სახლის მიწოდება
ფლობის ვადა აითვლება დარეგისტრირების მომენტიდან.
- მიწის სანაცვლოდ მიღებული საცხოვრებელი ბინის/სახლის მიწოდება
მიწის სანაცვლოდ მიღებული ბინის/სახლის გაყიდვისას 2-წლიანი ვადა არ უნდა აითვალოს მიწის შეძენის დღიდან, რადგან ბინა/სახლი ახალი აქტივია და მისი ფლობის ვადა აითვლება იმ დღიდან, როცა მასზე საკუთრება წარმოიშვა.
- მემკვიდრეობა/ჩუქება
კანონი აძლევს საშუალებას ახალ მესაკუთრეს დაამატოს წინა მესაკუთრის ფლობის პერიოდი.
- აქტივის გაყოფა ან გაერთიანება
აქტვიის გაყოფის შემთხვევაში 2-წლიანი ვადა აითვლება გაყოფამდე არსებული აქტივის საკუთრებაში ფლობის თარიღიდან.
აქტივის გაერთიანების შემთხვევაში, ქონების თითოეული ნაწილი დამოუკიდებლად ფასდება
-
როგორ აითვლება 2-წლიანი ფლობის ვადა?
ნამეტი შემოსავალი განისაზღვრება აქტივის მიწოდების ფასსა და მისი შეძენის ფასს შორის სხვაობით.
შეძენის ფასში გაითვალისწინება აქტივის სეძენა/შექმნა/დასრულება/გაუმჯობესებასთან უშუალოდ დაკავშირებული და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, რომელიც ზრდის აქტივის ღირებულებას.
აქტივის უსასყიდლოდ მიღებისას, შეძენის ფასად მიიჩნება აქტივის საბაზრო ღირებულება მისი მიღების მომენტში.
სამართლებრივი მხარდაჭერა
თუ აპირებთ უძრავი ქონების ყიდვა ან/და გაყიდვას, საგადასახადო შეღავათით სარგებლობისთვის საჭიროა ყოველი კონკრეტული შემთხვევის ინდივიდუალური შეაფსება.
NOMOS GEORGIA სპეციალიზდება უძრავი ქონების სამართალსა და საგადასახადო სამართალში. თუ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საგადასახადო საკითხებთან გესაჭიროებათ დახმარება – დაუკავშირდით ჩვენს სპეციალისტებს დღესვე.


