შრომითი მიგრაცია საქართველოში – რა იცვლება 2026 წლის სექტემბრიდან?

საქართველოს პარლამენტი „შრომითი მიგრაციის შესახებ” კანონში ორ ცვლილებას ამზადებს, რომლებიც 2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება. ცვლილებები არც ისე ფართო, მაგრამ პრაქტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ უცხოელებისთვის, რომლებიც საქართველოში სამუშაოდ იმყოფებიან ან ამას გეგმავენ.

ვინ გამოდის კანონის მოქმედების არეალიდან?

პირველი ცვლილება ეხება იმ უცხოელთა წრეს, რომლებზეც შრომითი მიგრაციის კანონი საერთოდ არ ვრცელდება. ამ წრეს ემატებიან ის პირები, რომლებსაც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საქართველოში “დროებითი ყოფნის უფლება” აქვთ.

პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ ასეთ სტატუსის მქონე პირებს არ ეკისრებათ შრომითი მიგრაციის კანონით დადგენილი ვალდებულებები , მათ შორის შრომითი საქმიანობის ნებართვასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

გასაჩივრება და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება

მეორე ცვლილება პროცედურული, მაგრამ პრინციპულია. დღეს მოქმედი პრაქტიკით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის, მაგალითად, ჯარიმის გასაჩივრებამ შეიძლება შრომითი იმიგრანტის გაძევების პროცესი შეაჩეროს ან გააჭიანუროს. ახალი ჩანაწერი ამ შესაძლებლობას პირდაპირ გამორიცხავს.

კერძოდ, კანონი ადგენს, რომ ჯარიმის ან სხვა ადმინისტრაციული სანქციის გასაჩივრება არ აფერხებს არც გაძევების საკითხის განხილვას და არც უკვე მიღებული გაძევების გადაწყვეტილების აღსრულებას. სხვა სიტყვებით, სადავო ჯარიმა და გაძევების პროცედურა ახლა პარალელურად, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს.

ცვლილებათა მნიშნელობა პრაქტიკაში

ეს ორი ცვლილება ერთი ფართო ფორმალიზმის ნაწილია, რომელიც სამიგრაციო კანონმდებლობის გარდაქმნის პარალელურად ვითარდება: გასაჩივრების უფლება რჩება, მაგრამ ამით აღარ ჩერდება გაძევების მექანიზმი. ეს მიდგომა საქართველოში მომუშავე უცხოელებს პირდაპირ ეხება . სასამართლო დავა ვეღარ გახდება „დროის მოგების” ინსტრუმენტი გაძევებისგან თავის დასაღწევად.

შრომითი მიგრანტებისთვის, მათი დამსაქმებლებისა და სამართლებრივი წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია ამ სიახლის გათვალისწინება,განსაკუთრებით 2026 წლის სექტემბრამდე.

შეჯამება

მოცემულ შემთხვევაში განხორციელებული ორი ცვლილება  წარმოადგენს მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ ცვლილებას, თუმცა განხორციელებული ცვლილებები მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციის რეგულირების გამკაცრებასა და პროცედურების უფრო ეფექტურ განხორციელებას. 2026 წლის 1 სექტემბრიდან დროებითი ყოფნის უფლების მქონე უცხოელებზე კანონი აღარ გავრცელდება, ხოლო ადმინისტრაციული სანქციის გასაჩივრება აღარ შეაჩერებს გაძევების პროცესს. შესაბამისად, აღნიშნული სიახლეები მნიშვნელოვანია როგორც უცხოელი დასაქმებულებისთვის, ისე მათი დამსაქმებლებისა და სამართლებრივი წარმომადგენლებისთვის.

სათაურები

Picture of ლიკა ცინცაბაძე

ლიკა ცინცაბაძე

ბიზნეს სამართლის სპეციალისტი, სამართლის მაგისტრი, იურიდიული კომპანია Nomos Georgia-ს დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი.

კონსულტაციის ჩანიშვნა

ფორმის გაგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მომსახურების პირობებს.