სახელფასო ადმინისტრირება და ფინანსური ანგარიშგება

მთავარი / სერვისები / სახელფასო ადმინისტრირება და ფინანსური ანგარიშგება

Contents

Service Highlights
ჩააბარეთ სახელფასო ადმინისტრირება და ფინანსური ანგარიშგება იურიდიული კოპანია NOMOS Georgia-ს საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურების ფარგლებში გამოცდილ პროფესიონალებს და დაზოგეთ დრო თქვენი ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვისთვის. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს სახელფასო პროცესების მართვასა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებას თქვენი კომპანიის საჭიროებების შესაბამისად. მომსახურება მოიცავს ფინანსური ინფორმაციის მოწესრიგებას, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებასა და პროცესების დროულად შესრულებას. შედეგად, შეძლებთ შეამციროთ ადმინისტრაციული დატვირთვა და მეტი ყურადღება დაუთმოთ ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობას.

რა არის სახელფასო ადმინისტრირება და ფინანსური ანგარიშგება?

სახელფასო ადმინისტრირება მოიცავს თანამშრომელთა ანაზღაურების, პრემიების, შვებულებების, ბიულეტენებისა და ზეგანაკვეთური საათების ზუსტ გაანგარიშებას, ასევე კუთვნილი გადასახადებისა და საპენსიო შენატანების ადმინისტრირებას.

ფინანსური ანგარიშგება კი არის კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის შედეგების სისტემატიზაცია და წარდგენა საერთაშორისო (IFRS) ან ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისად, რაც აუცილებელია როგორც მენეჯმენტისთვის, ისე სახელმწიფო მარეგულირებლისთვის (SARAS).

Payroll Administration and Financial Reporting in Georgia

ვისთვის არის განკუთვნილი სახელფასო ადმინისტრირება და ფინანსური ანგარიშგება?

სახელფასო ადმინისტრირებისა და ფინანსური ანგარიშგების მომსახურება შექმნილია იმ ორგანიზაციებისთვის, რომელთაც სურთ უზრუნველყონ პერსონალის ანაზღაურების ზუსტი მართვა და წარადგინონ მაღალი სტანდარტის ფინანსური უწყისები. ეს სერვისი ეხმარება კომპანიებს აირიდონ შრომითი დავები და შეასრულონ კანონით დაკისრებული ანგარიშგების ვალდებულებები. კერძოდ, მომსახურებით სარგებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

  • ნებისმიერი ზომის კომპანიისთვის: რომელსაც ჰყავს დაქირავებული პერსონალი და სურს სახელფასო პროცესის გამართულობა.
  • საერთაშორისო კომპანიებისთვის: რომელთაც სჭირდებათ სახელფასო მონაცემების მკაცრი კონფიდენციალურობა.
  • მენეჯერებისა და ინვესტორებისთვის: ვისაც სჭირდება რეალური, აუდიტირებული ანგარიშები სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად.
  • I, II, III და IV კატეგორიის საწარმოებისთვის: რომელთაც ევალებათ ფინანსური ანგარიშგების წარდგენა SARAS-ის პორტალზე.

რას მოიცავს NOMOS Georgia-ს სახელფასო ადმინისტრირება და ფინანსური ანგარიშგება?

ჩვენი სერვისი უზრუნველყოფს ორ ძირითად მიმართულებას:

სახელფასო ადმინისტრირება

  • ყოველთვიური სახელფასო უწყისების (Payroll Register) მომზადება.
  • საშემოსავლო გადასახადისა (20%) და საპენსიო შენატანების (2%+2%+2%) გაანგარიშება და დეკლარირება.
  • შვებულებების, დეკრეტული ანაზღაურებებისა და დათხოვნის კომპენსაციების გამოთვლა.
  • თანამშრომელთა საგადასახადო შეღავათების ასახვა.

ფინანსური ანგარიშგება

  • ფინანსური მდგომარეობის ამსახველი ძირითადი ფორმების მომზადება (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადები).
  • ანგარიშგების მომზადება IFRS for SMEs ან BAFRS სტანდარტებით.
  • ანგარიშგების წარდგენა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში (SARAS).

რატომ უნდა აირჩიოთ NOMOS Georgia სახელფასო ადმინისტრირება და ფინანსური ანგარიშგება?

სახელფასო მონაცემები მოითხოვს მაქსიმალურ სიზუსტესა და მკაცრ კონფიდენციალურობას, რათა თავიდან იქნას აცილებული შიდა კონფლიქტები და შრომითი დავები. NOMOS Georgia უზრუნველყოფს მონაცემთა სრულ დაცვას და შრომის კოდექსის მოთხოვნებთან 100%-იან შესაბამისობას. ფინანსური ანგარიშგების ნაწილში, ჩვენი სერტიფიცირებული აუდიტორები უზრუნველყოფენ მონაცემთა ისეთ ხარისხს, რაც ზრდის თქვენი ბიზნესის სანდოობას ბანკებისა და ინვესტორების თვალში.

კონფიდენციალური სახელფასო მართვა

ხელფასების, შვებულებების, დეკრეტული და კომპენსაციების ზუსტი გაანგარიშება საშემოსავლო (20%) და საპენსიო (2%+2%+2%) შენატანების ადმინისტრირებით.

ფინანსური ანგარიშგება (IFRS / BAFRS)

ბალანსის, მოგება-ზარალისა და ფულადი ნაკადების სანდო უწყისების მომზადება მენეჯმენტის, ბანკებისა და ინვესტორებისთვის.

SARAS-ის რეგულაციებთან შესაბამისობა

საწარმოთა კატეგორიების შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების მომზადება და SARAS-ის პორტალზე 1 ოქტომბრამდე უშეცდომო წარდგენა.

რას მიიღებთ იურიდიული კომპანია NOMOS Georgia-ს მომსახურებით?

იურიდიული კომპანია NOMOS Georgia-ს სახელფასო ადმინისტრირებისა და ფინანსური ანგარიშგების მომსახურება დაგეხმარებათ ფინანსური პროცესების მოწესრიგებასა და კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების სწორად შესრულებაში. ჩვენი სპეციალისტები უზრუნველყოფენ სახელფასო მონაცემების კონფიდენციალურობას, ანგარიშგების სიზუსტესა და დადგენილი ვადების დაცვას. შედეგად, მიიღებთ სანდო ფინანსურ ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ კომპანიის საქმიანობის შეფასებასა და ინფორმირებული ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში.

  • სახელფასო მონაცემების სრულ კონფიდენციალურობას კომპანიის შიგნით
  • საპენსიო და საგადასახადო ვალდებულებების ზუსტ და დროულ შესრულებას
  • SARAS-ის რეგულაციებთან სრულ შესაბამისობას და ჯარიმების აცილებას
  • გამჭვირვალე ფინანსურ სურათს კომპანიის რეალური მდგომარეობის შეფასებისთვის

ხშირად დასმული კითხვები

ჩვენ ვიყენებთ შიდა დაცულ სისტემებსა და შიფრირებულ არხებს, რისი მეშვეობითაც სახელფასო ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ კომპანიის დამფუძნებლის ან ავტორიზებული პირისთვის.
სტანდარტული შენატანი შეადგენს სულ 6%-ს: 2%-ს იხდის დასაქმებული, 2%-ს დამსაქმებელი და 2%-ს სახელმწიფო.
ანგარიშგების წარდგენის ბოლო ვადაა საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 1 ოქტომბერი.
დიახ, ჩვენ ვამოწმებთ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შეღავათებს (მაგ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მრავალშვილიანები, შეღავათები დაბალ შემოსავალზე) და ასახავთ უწყისში.
დიახ, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც ცალკეული სახელფასო მომსახურებით, ისე კომპლექსური ფინანსური ანგარიშგების პაკეტით.
გაქვთ კითხვები ?

დაგვიკავშირდით დღესვე და მიიღეთ იურიდიული კონსულტაცია ექსპერტისგან!

კონსულტაციის ჩანიშვნა

ფორმის გაგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მომსახურების პირობებს.