აზარტული თამაშების რეკლამის რეგულირება საქართველოში: სრული სამართლებრივი გზამკვლევი ბიზნესისთვის

საქართველომ შექმნა რეგიონის ერთერთი ყველაზე აქტიური სათამაშო ბაზარი, თუმცა ამავდროულად მკაცრად შეზღუდა.

2021 წლის ცვლილებების შემდეგ, რეკლამის შესახებსაქართველოს კანონის საფუძველზე, კაზინოს, ტოტალიზატორის, ლატარიის ან ბინგოს რეკლამირებანებისმიერი ფორმით და ნებისმიერი არხით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ჩათვლითპრინციპში დაუშვებელია.

თუმცა კანონი ითვალისწინებს ხუთ ზუსტად განსაზღვრულ გამონაკლისს.

 

ზოგადი წესი

აზარტული თამაშების, ტოტალიზატორის, ლატარიის, ბინგოს რეკლამის გავრცელება აკრძალულია ნებისმიერი ფორმით ან საშუალებით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ჩათვლით. წესი ერთნაირად ვრცელდება სატელევიზიო, რადიო, ბეჭდურ, გარე და ციფრულ რეკლამაზე.

 

ლიცენზირებული ონლაინ პლატფორმები

რეკლამის განთავსება დასაშვებია იმ ვებგვერდებზე, სადაც ონლაინ კაზინოს, ტოტალიზატორის თამაშები კანონიერ ფარგლებშო არის ავტორიზებული. ციფრულ მარკეტინგზე გადასვლისას მნიშვნელოვანია ლიცენზირების ჩარჩოს ცოდნაცდეტალურად ნახეთ ჩვენი სტატია საქართველოს ონლაინ აზარტული თამაშების მარეგულირებელი ცვლილებების შესახებ, სადაც განხილულია წლიური ნებართვის მოსაკრებლები და შესაბამისობის ვადები.

 

სპორტული სპონსორობა

რეკლამის განთავსება დასაშვებია სპორტული ღონისძიების, შეჯიბრების ან ორგანიზაციის ფარგლებში სპონსორობის სანაცვლო პირობითმხოლოდ ვიზუალური ფორმით, ობიექტის შინაგანი პერიმეტრის ფარგლებში (ბანერები, სპორტსმენთა ფორმა და სხვა).

სამაუწყებლო რეკლამა ამ კატეგორიაში არ ექცევა.

 

ვიზუალური რეკლამა ობიექტზე

ერთი ვიზუალური რეკლამა, არანაკლები 10 კვადრატული მეტრის ფართობით, შესაძლებელია განთავსდეს იმ ობიექტზე, სადაც კანონიერად ეწყობა აზარტული თამაშობებიერთი რეკლამა ერთ ობიექტზე, არა ერთ ოპერატორზე ან ერთ სართულზე.

 

საერთაშორისო ტრანზიტული პუნქტები

რეკლამის განთავსება დასაშვებია საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილ აეროპორტებში და სასაზღვროსაბაჟო გამშვებ პუნქტებზეეს ასახავს საქართველოს როლს, როგორც რეგიონული სათამაშო ტურიზმის ცენტრს.

 

აბრა

ქართული კანონმდებლობა აბრას რეკლამისგან სამართლებრივად განასხვავებს. თითოეულ ოპერატორს უფლება აქვს განათავსოს ერთი საინდენტიფიკაციო აბრა, არანაკლები 10 კვადრატული მეტრის ფართობით, ობიექტის პერიმეტრზე   –   მხოლოდ იდენტიფიკაციის მიზნით.

 

ყველაფერი, რაც ზემოაღნული საგამონაკლისო შემთხვევებს სცდება, აკრძალვას ექვემდებარება.

სანქციები და ზედამხედველობა

ნებართვების გაცემასა და შესაბამისობის ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს შემოსავლების სამსახური.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, რეკლამის ან აბრის წესის პირველი დარღვევა იწვევს 10 000 ლარის ჯარიმას როგორც რეკლამის განმათავსებლისთვის, ასევე დამკვეთისთვის.

განმეორებითი დარღვევისას ჯარიმა ორმაგდება  –  20 000 ლარამდე,.

რას ნიშნავს ეს ბიზნესისთვის

აკრძალვამ ბაზრის ზრდას ხელი მაინც ვერ შეუშალა. ოპერატორებმა მარკეტინგის ბიუჯეტი არ გააუქმეს, არამედ გადააანაცვლეს სპონსორობისა და ობიექტზე განთავსების ფორმატებზე.

მაგრამ ფაქტი, რომ ბაზარი ადაპტირდაარ ნიშნავს, რომ წესების თავისუფლად ინტერპრეტირება უსაფრთხოა. 

 

როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ

NOMOS GEORGIA საქმიანობა ,მათ შორის, მოიცავს აზარტული თამაშების სფეროში რეკლამირების კანონმდებლობასთან შესაბამისობას, ბიზნესის სწორე სამართლებრივ სტრუქტურირებას, ხელშეკრულების შექმნასა და DUE DILLIGENCE-ს. 

დაგვიკავშირდით ახლავე.

სათაურები

Picture of ლიკა ცინცაბაძე

ლიკა ცინცაბაძე

ბიზნეს სამართლის სპეციალისტი, სამართლის მაგისტრი, იურიდიული კომპანია Nomos Georgia-ს დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი.

კონსულტაციის ჩანიშვნა

ფორმის გაგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მომსახურების პირობებს.