სამოქალაქო სამართალი

სამოქალაქო სამართლის სერვისები — დაიცავით თქვენი უფლებები!

ჩვენი კვალიფიციური იურისტები უზრუნველყოფენ სამოქალაქო სამართლის განხრით სრულფასოვან მომსახურებას, მათ შორის, საოჯახო, სანივთო, მემკვიდრებითი, ინტელექტუალური საკუთრებისა და სახელეკრულებო სამართლის მიმართულებით.

ჩვენი იურიდიული კომპანია ეხმარება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს გაუმკლავდნენ სამოქალაქო-სამართლებრივ სირთულეები საქართველოში, ქონებრივი გარიგებებიდან დაწყებული შრომითი საკითხვების ჩათვლით ნებისმიერ სფეროში.

საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი

საოჯახო სამართალთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა ქორწინების რეგისტრაცია, განქორწინება, ალიმენტი და შვილის მეურვეობა, მოითხოვს სანდო იურიდიულ მხარდაჭერას. ასევე, მემკვიდრეობითი სამართალი საქართველოში მოიცავს რთულ პროცედურებს, განსაკუთრებით მრავალი მემკვიდრის არსებობის შემთხვევაში. Nomos Georgia გთავაზობთ სრულ სამართლებრივ მომსახურებას საოჯახო და მემკვიდრეობით სამართალში

უძრავი ქონება და სამშენებლო სამართალი

უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა საქართველოში უცხოელებისა და ადგილობრივებისთვის მოითხოვს სრულ იურიდიულ შემოწმებას. ჩვენ ვამზადებთ ყიდვა-გაყიდვის, ქირავნობის, ბეს, ხელშეკრულებებს, ვამოწმებთ ქონების სტატუსს ყველა რელევანტურ უწყებაში, ვუწევთ მყიდველსა, თუ გამყიდველს სრულ იურიდიულ წარმომადგენლობას მინდობილობის საფუძველზე.

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია და ინტელექტუალური საკუთრება

გამოგონების დაცვა და ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრაცია მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. გთავაზობთ სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციას საქართველოში, საავტორო და პატენტულ დაცვას, ლიცენზიებისა და შეთანხმებების შედგენას, ასევე დავების წარმოებას უფლებების დარღვევის შემთხვევაში.

შრომა და დასაქმება

შრომის სამართლის იურისტები დაგეხმარებიან სწორად შეადგინოთ შრომითი ხელშეკრულებები, სამუშაო ადგილის შინაგანაწესები და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები. ჩვენ ვეხმარებით ბიზნესებსა და დასაქმებულებს საქართველოს შრომის კანონმდებლობის დაცვაში, დავის მართვასა და ისეთი საკითხების გადაჭრაში, როგორიცაა ხელშეკრულების არამართებული შეწყვეტა და დისკრიმინაცია.

სახელშეკრულებო და სანივთო

სამოქალაქო სამართალში ხელშეკრულებები და სანივთო ურთიერთობები წარმოადგენს ადამიანების ყოველდღიური ურთიერთობის საფუძველს – იქნება ეს ქონების გადაცემა, სარგებლობა, სესხი, გაცვლა, ქირავნობა თუ სხვა ვალდებულებითი ან ნივთობრივი ურთიერთობა. Nomos Georgia გთავაზობთ სამართლებრივ დახმარებას სახელშეკრულებო და სანივთო სამართლის ყველა მიმართულებით. ჩვენ ვამზადებთ, ვამოწმებთ, ვაანალიზებთ.

წარმომადგენლობა და რეგისტრაციები

უზრუნველვყოფთ თქვენს სამართლებრივ წარმომადგენლობას საჯარო უწყებებთან – იუსტიციის სახლში, რეესტრში, მერიაში, სააგენტოებსა და სამინისტროებში. ჩვენ მხარდაჭერას გაგიწევთ უფლებებისა თუ უძრავი ქონების რეგისტრაციაში, დოკუმენტაციებისა და ხელშეკრულებების წარდგენაში, სხვა ადმინისტრაციულ საკითხებში.

დაჯავშნეთ კონსულტაცია ლიკა ცინცაბაძესთან

დამფუძნებელი | ადვოკატი | ბიზნეს სამართლის ექსპერტი

დაჯავშნეთ 60-წუთიანი სტრატეგიული იურიდიული კონსულტაცია იურიდიული კომპანია Nomos Georgia-ს დამფუძნებელთან.

კონსულტაცია განკუთვნილია მეწარმეებისთვის, საერთაშორისო ინვესტორებისთვის, ბიზნესის მფლობელებისთვის და ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც საქართველოში საჭიროებენ კვალიფიციულ იურიდიულ მხარდაჭერას.

კონსულტაციის საფასური: 200 ევრო

უკუკავშირი

რას ამბობენ კლიენტები ჩვენზე

კონსულტაციის ჩანიშვნა

ფორმის გაგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მომსახურების პირობებს.