| გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხ. 530–534) კანონიერი ინსტრუმენტია, თუმცა პრაქტიკაში იგი სულ უფრო ხშირად გამოიყენება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ალტერნატივად |
რას ნიშნავს გამოსყიდვის უფლებთ ნასყიდობა?
კლასიკური ნასყიდობისგან განსხვავებით, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობა გამყიდველს ანიჭებს უფლებას, წინასწარ შეთანხმებულ ვადაში გამოისყიდოს გაყიდული ქონება. ხოლო მყიდველი ვალდებულია მიიღოს სასყიდელი და ქონება დაუბრუნოს თვადაპირველ მესაკუთრეს.
გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მყიდველს აქვს უფლება მოითხოვოს საქონლის გაზრდილი ღირებულება გამოსყიდვის მომენტამდე.
1. რა არის თვალთმაქცური გარიგება?
სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლისა თუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკით:
| „მოჩვენებითია გარიგება, რომელიც დადებულია იმ განზრახვის გარეშე, რომ მას მოჰყვეს შესაბამისი იურიდიული შედეგი. თვალთმაქცური გარიგებისას მხარეებს სხვა გარიგების დაფარვა სურთ“ (იხ. სუსგ საქმეზე №ას-1142-1088-2014, 23.01.2015 წ.) |
2. რატომ იყენებ ამ სქემას პრაქტიკაში?
იპოთეკური სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფისათვის ჩადებული უძრავი ქონება აუქციონზე იყიდება და სწორედ ამ ფორმით იფარება საფინანსო ინსტიტუტის (ბანკი ან სხვა) ვალი. იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქოენბა ბანკის ვალზე მეტად ძვირად გაიყიდება, ნარჩენი თანხა მსესხებელს უბრუნდება.
„ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით“ გარიგების დროს კი, თუ გამყიდველი შეთანხმებულ ვადაში არ დააბრუნებს თანხას, უძრავი ქონება გამსესხებლის საკუთრებაში გადავა.
3. როგორ აფასებს სასამართლო ასეთ გარიგებებს?
სასამართლო ადგენს დაფარული გარიგების ხასიათს, რომელიც შესაძლოა იყოს ბათილი. „ბათილობის საკითხის გადაწყვეტა კი დამოკიდებულია მხარეთა მიერ ჩაფიქრებული მიზნის მართლზომიერება-არამართლზომიერებაზე“ (იხ. სუსგ საქმეზე Nას-694-665-2016, 31.03.2017 წ.). შესაბამისად, მხარეთა ნება-სურვილი მიმართული უნდა იყოს სხვა გარიგებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისკენ, ხოლო გარიგების შინაარსი და ფაქტობრივი გარემოებები უნდა მიუთითებდეს მხარეებს შორის განზრახული სხვა გარიგების დაფარვაზე.
ყურადსაღებია, რომ ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ყოველთვის სესხსა და იპოთეკას არ ფარავს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დასადგენ გარემოებათა წრეს წარმოადგენს ისეთი ფაქტები, როგორიცაა, მაგალითად:
- ქონების ფასი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება საბაზრო ღირებულებას
- სესხის სახით აღებული თანხის ოდენობა და მისი გონებრივი შესაბამისობა ქონების ღირებულებასთან
- სარგებელი (ყოველთვიური პროცენტი)
- ხელშეკრულების ვადა
- მოწმეთა ჩვენება და სხვა
დასკვნა
გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის გარიგებას პრაქტიკაში იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულების ალტერნატივად გამოიყენება, რაც ნებისმიერი მხარისთვის კრიტიკულად სარისკო და საზიანო ალტერნატივაა,
არასწორად შერჩეულმა გარიგების ფორმა შესაძლოა გამოიწვიოს დიდი სამართლებრივი რისკები და ფინანსური დანაკარგი.
ამიტომ მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება და მოგვმართეთ იურიდიული კონსულტაციისთვის გარიგების დადებამდე — ეს წლობით გაგრძელებულ სასამართლო დავებს და ათასობით ლარს დაგიზოგავთ.
სამართლებრივი მხარდაჭერა
NOMOS GEORGIA-ს გუნდი სპეციალიზდება სამოქალაქო დავებში, უძრავი ქონების სამართალსა თუ საბანკო-საფინანსო სამართალში. თუ უკვე გაფორმებული გაქვთ ასეთი გარიგება ან ეჭვობთ, რომ თქვენი უფლებები ილახება — დაუკავშირდით ჩვენს სპეციალისტებს დღესვე.
| NOMOS GEORGIA
სამართლებრივი მომსახურება ექსპერტებისგან 📩 info@nomosgeorgia.com | 📞 დაგვიკავშირდით დღესვე |


