კონკურენციის სამართალი: დომინანტური მდგომარეობა & ანტიმონოპოლიური რეგულაცია

შესავალი: რატომ არის კონკურენციის სამართალი მნიშვნელოვანი?

თანამედროვე ბიზნეს გარემოში კონკურენციის სამართალი მხოლოდ რეგულაციური ვალდებულება არ არის. ადგილობრივი ბიზნესისა თუ უცხოური ინვესტორსთვის დომინანტური მდგომარეობისა და მარეგულირებელი ნორმების ცოდნა კანონიერი და სტაბილური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია.

საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირის ანტინომოპოლიურ სტანდარტებთან შესაბამისობის მიმართულებით. საქართველოს კანონი კონკურენციის შესახებ განსაზღვრავს დომინანტური მდგომარეობის, კარტელური გარიგებისა თუ შერწყმის კონტროლის სამართლებრივ ჩარჩოს, ხოლო კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მნიშვნელოვან უფლებამოსილებას.

 

  1. რა არის დომინანტური მდგომარეობა?

დომინანტურია მდგომარეობა, რომელიც ეკონომიკურ აგენტს საშუალებას აძლევს, იმოქმედოს კონკურენტებისგან, მიმწოდებლებისგან, კლიენტებისა და საბოლოო მომხმარებლებისგან დამოუკიდებლად, არსებითი გავლენა მოახდინოს შესაბამის ბაზარზე საქონლის მიმოქცევის საერთო პირობებზე და შეზღუდოს კონკურენცია.

დომინინანტური მდგომარეობა თავისთავად კანონის დარღვევა არ არის. კანონი კრძალავს ამ პოზიციის ბოროტად გამოყენებას – კონკურენციის, სავაჭრო პარტნიორების ან მომხმარებლების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას.

 

  1. დომინანტური მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმები

შეფასება მხოლოდ მკაცრად ჩამოყალიბებულ კრიტერიუმებამდე არ დაიყვანება, არამედ მნიშვნელოვანია შემთხვევის კონტექსტუალურად გააზრება. ამ უკანასკნელისთვის საინტერესოა შეფასდეს:

  • საბაზრო წილი
  • ბაზარზე შესვლის ბარიერები
  • მყიდველის ძალა  (შეძლებს თუ არა კლიენტი შეზღუდოს კომპანიის ქცევა)

 

  1. სააგენტოს გამოძიება და სანქციები

სააგენტოს შეუძლია საქმის მოკვლევა, როგორც წარდგენილი საჩივრის საფუძველზე, ისე დამოუკიდებლად.

კანონის 18-ე მუხლის თანახმად შეუძლია:

  • მოითხოვოს დოკუმენტაცია, მონაცემები და ინფორმაცია ნებისმიერი მხარისაგან
  • მოითხოვოს ქმედების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა
  • მოიწვიოს ექსპერტები საქმის მოკვლევისთვის
  • სასამართლოს წინაშე დასვას საკითხი აგენტის იძულებით დაყოფის თაობაზე და სხვა

 

  1. სანქციები

კანონთან შეუსაბამისობისთვის შესაძლოა დაგეკისროთ ჯარიმა ერთობლივი შემოსავლის 5% ან 10% ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმები, რომელიც არ შეწყდება მანამ, სანამ თქვენი მდგომარეობა და ქმედებები კანონთან სრულ შესაბამისობაში არ იქნება!

 

დასკვნა

თუ გაქვთ კომპანია, რომელიც ბაზრის მნიშვნელოვან წილს იკავებს ან/და კონკურენციის სააგენტოდან შეტყობინებები თქვენი კომპანიის სტაბილურობას არყევს, დაუკავშირდით NOMOS GEORGIA-ს ექსპერტთა გუნდს, რომელიც თქვენს სამართლებრივ უსაფრთხოებას უზრუნველყფს, რათა ბიზნესმა თავისუფლად განაგრძოს ბაზარზე ოპერირება და ზრდა.

ნუ დაელოდებით კონკურენციის სააგენტოს – დაგვიკავშირდით ახლავე

სათაურები

კონსულტაციის ჩანიშვნა

ფორმის გაგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მომსახურების პირობებს.