პათოლოგიური საარბიტრაჟო დათქმები: აღსრულება

ბიზნესი ხშირად საარბიტრაჟო დათქმას განიხილავს, როგორც ფორმალობას, რომელზეც მოლაპარაკება ბოლოს მიმდინარეობს. ასეთი პრაქტიკა ძვირი უჯდება ორივე მხარეს. დავის წარმოშობისთანავე სწორედ საარბიტრაჟო დათქმა ხდება მოწინააღმდეგე მხარის იურისტთა პირველი სამიზნე, ხოლო არასწორად შედგენილმა, ანუ „პათოლოგიური“ დათქმამ სრულად წაგართმევთ გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობას

 

დათქმა – ანუ ხელშეკრულება ხელშეკრულებაში

საარბიტრაჟო დათქმა სამართლებრივად დამოუკიდებელია იმ ხელშეკრულებისაგან, რომელშიც იგი შედის, რაც სეპარაციის პრინციპიდან გამომდინარეობს. ლორდთა პალატამ 2007 წლის საქმეში Fiona Trust and Holding Corp v Privalov – დაადგინა, რომ ძირითადი ხელშეკრულების ბათილობა ავტომატურად არ იწვევს საარბიტრაჟო დათქმის ბათილობას.

თუმცა სეპერაციის პრინციპი მხოლოდ არაპათოლოგიურ დათქმას იცავს

 

ყველაზე გავრცელებული შეცდომები

ყველაზე გავრცელებული შეცდომა არის დუმილი იმის შესახებ თუ რომელი სამართალი არეგულირებს თავად საარბიტრაჟო შეთანმხებას, ძირითადი ხელშეკრულებისაგან განსხვავებით. 2020 წლის საქმეში Enka Insaat Ve Sanayi AS v OOO Insurance Company Chubb უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ თუ ხელშეკრულებაში განსაზღვრული არ არის გამოსაყენებელი სამართალი, მაშინ გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს განსახილველ ადგილას (Seat Of Arbitration) არსებული სამართალი

 

ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოო არ არის

ხშირად მხარეები ვარაუდობენ, რომ როცა ტრიბუნალი საკუთარ იურისდიქციაზე გადაწყვეტილებას იღებს, საკითხი ამით წყდება. სინამდვილეში ეს ასე არ არის. საქმეში Dallah Real Estate and Tourism Holding Co v Ministry of Religious Affairs, Government of Pakistan – გაერთიანებული სამეფოს უზენაესმა სასამართლომ 2010 წელს განმარტა, რომ   ტრიბუნალის საკუთარი შეხედულება იურისდიქციის შესახებ სავალდებულო ძალას არ ატარებს აღმასრულებელი ქვეყნის სასამართლოსთვის, რომელსაც უფლება აქვს დამოუკიდებლად შეაფასოს იურისდიქციის საკითხი ნიუ-იორკის კონვენციის ფარგლებში.

 

გავრცელებული პათოლოგიური დათქმები

  • ისეთი საარბიტრაჟო ინსტიტუტის მითითება, რომელიც აღარ არსებობს ან შეერწყა სხვას;
  • ერთი და იმავე დავისთვის ერთდროულად სასამართლო და საარბიტრაჟო გზების გათვალისწინება, პრიორიტეტის განუსაზღვრელად;
  • არბიტრაჟის ადგილის გამოტოვება, რაც პროცედურულ სამართალს სადავოს ხდის;
  • მრავალსაფეხუროვანი დათქმები (მოლაპარაკება, შემდეგ მედიაცია, შემდეგ არბიტრაჟი) მკაფიო ვადებისა და პირობების გარეშე;
  • დუმილი არბიტრთა რაოდენობასა და დანიშვნის წესზე;
  • შვილობილი კომპანიების ან სამართალმემკვიდრეების შებოჭვის მცდელობა მკაფიო სახელშეკრულებო საფუძვლის გარეშე;

 

შემოწმების ჩამონათვალი ხელმოწერამდე

ხელმოწერამდე გადაამოწმეთ:

  • არბიტრაჟის ადგილი და სასამართლოების პრაქტიკა აღსრულებასთან დაკავშირებით;
  • საარბიტრაჟო ინსტიტუტი და მისი მოქმედი წესები;
  • საარბიტრაჟო შეთანხმებისთვის მითითებული გამოსაყენებელი სამართალი;
  • დათქმის ფართო ფორმულირება, მაგალითად „ნებისმიერი ან მასთან დაკავშირებული დავა, რომელიც წარმოიშობა…”
  • არბიტრთა რაოდენობა და დანიშვნის მექანიზმი; 
  • ენა და სხვა დეტალები.

დასკვნა

სასამართლოები საარბიტრაჟო დათქმას დამოუკიდებლად ამოწმებენ, ზუსტად იმ მომენტში, როცა კომპანიას ყველაზე ნაკლებად შეუძლია დროის დაკარგვა.

NOMOS GEORGIA კონსულტაციას უწევს საერთაშორისო და ადგილობრივ ბიზნესებს, ინვესტორებსა და კომპანიებს საარბიტრაჟო შეთანხმების შედგენასა და გადამოწმებაში, ასევე აღსრულების სტრატეგიის დაგეგმვაში. 

მოაწესრიგეთ თქვენი შეთანხმება ხელმოწერამდე და არა დავის დაწყების შემდეგ.

კონსულტაციისთის დაგვიკავშირდით

სათაურები

Picture of ლიკა ცინცაბაძე

ლიკა ცინცაბაძე

ბიზნეს სამართლის სპეციალისტი, სამართლის მაგისტრი, იურიდიული კომპანია Nomos Georgia-ს დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი.

კონსულტაციის ჩანიშვნა

ფორმის გაგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მომსახურების პირობებს.