როგორ შევარჩიოთ იურიდიული კომპანია – გზამკვლევი

საქართველო დღეს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს ქმნის მთელს რეგიონში. კომპანიის სწრაფი რეგისტრაცია, გამარტივებული საგადასახადო სისტემა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები ევროკავშირთან და ჩინეთთან, მზარდი ფინთექ  და სტარტაპ ეკოსისტემა – ეს ყველაფერი საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო ქვეყნად აქცევს.

თუმცა, მას ყოველთვის თან ახლავს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა – ბევრი ბიზნესი ქართულ ბაზარზე შედის სათანადო სამართლებრივი მხარდაჭერის გარეშე და გვიან აღმოაჩენს, რომ არასწორი სამართლებრივი კონსულტაცია ბევრად ძვირი ჯდება, ვიდრე იმ იურიდიულ კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელთან პარტნიორობასაც თავიდან ერიდებოდა.

სწორი იურიდიული კომპანიის არჩევა საქართველოში არ არის ფორმალობა – ეს სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. აღნიშნული გზამკვლევი ხაზს უსვამს იმ კრიტერიუმებს, რომელიც ნებისმიერმა პირმა უნდა გაითვალისწინოს საქართველოში რეალური იურიდიული პარტნიორის ძიებისას.

რატომ აქვს მნიშვნელობა სწორი იურიდიული კომპანიის არჩევას?

საქართველოს სამართლებრივი სისტემა ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით მსოფლიოს საუკეთესოთა შორისაა. მიუხედავად ამისა, ადგილობრივ რეგულაციებში, ლიცენზიებისა და კორპორაციულ ჩარჩოებში ნავიგაცია მრავალწლიან და პრაქტიკულ ცოდნას საჭიროებს.

ძლიერი სამართლებრივი პარტნიორი არ ქმნის მხოლოდ დოკუმენტებს, არამედ იგი რეალურად იცავს თქვენს ინტერესებს, წინასწარ ხედავს რისკებს და ეხმარება ბიზნესს უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ განვითარებაში.

რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება იურიდიული კომპანიის არჩევისას?

სექტორული გამოცდილება

საქართველოს სამართლებრივი სივრცე მოიცავს უძრავ ქონებას, ფინტეკს, კორპორატიულ სამართალს, კრიპტო ლიცენზირებას, საგადასახადო კონსულტაციას და საინვესტიციო მიგრაციას. აირჩიეთ კომპანია, რომელსაც გააჩნია დამტკიცებული, კონკრეტული გამოცდილება სწორედ თქვენს სფეროში — ზოგადი სერთიფიკატები არ კმარა.

საერთაშორისო პერსპექტივა

თუ თქვენ უცხოელი ინვესტორი ან საერთაშორისო კომპანია ხართ, თქვენს იურიდიულ კომპანიას ქართული სამართლის ცოდნასთან ერთად საერთაშორისო ბიზნეს სტანდარტებიც კარგად უნდა ესმოდეს. კომპანია, რომელიც მხოლოდ ლოკალურ ჭრილში ფიქრობს, ვერ მოემსახურება კლიენტს ტრანსსასაზღვრო ოპერაციებით.

კომუნიკაცია და გამჭვირვალობა

სამართლებრივი სირთულე კომუნიკაციის ბარიერად არ უნდა გადაიქცეს. სწორი კომპანია მკაფიოდ კომუნიცირებს, სწრაფად პასუხობს და ყოველ ეტაპზე გაწვდით ინფორმაციას. ბუნდოვანი პასუხები, დაგვიანებული კომუნიკაცია და სტრუქტურულობის ნაკლებობა სერიოზული გამაფრთხილებელი ნიშნებია.

სტრატეგიული აზროვნება ფორმალობებს მიღმა

საუკეთესო იურიდიული კომპანიები არ გიხსნიან მხოლოდ იმას, რას ამბობს კანონი — ისინი გიხსნიან, რას ნიშნავს ეს თქვენი ბიზნესისთვის. ეძებეთ კომპანია, რომელიც სთავაზობს სტრატეგიულ სამართლებრივ რჩევას და არა მხოლოდ პროცედურულ მხარდაჭერას.

გავრცელებული შეცდომები სამართლებრივი კომპანიის არჩევისას

  • კომპანიის მხოლოდ ფასის მიხედვით შერჩევა – გამოცდილებისა და რეპუტაციის გათვალისწინების გარეშე
  • ზოგადი პრაქტიკოსის დაქირავება სპეციალიზებულ საკითხებში (მაგალითად VASP ლიცენზირება ან ფინტექ რეგულაციები და სხვა)
  • პრობლემის წარმოშობამდე სამართლებრივი კონსულტაციის გადადება
  • იურიდიული კომპანიის მისი ოფისის ინტერიორზე დაფუძნებით შერჩევა 
  • უცხოელ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილების გაუთვალისწინებლობა

 

რატომ სჭირდებათ უცხოელ ინვესტორებს ადგილობრივი იურიდიულიკ კომპანია? ექსპერტიზა?

საქართველოს სამართლებრივი მოწესრიგება ინვესტორისთვის სასურველ ბიზნეს-გარემოს ქმნის, მაგრამ ეფექტური ნავიგაციისთვის ადგილობრივი სისტემის ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

განსაკუთრებით უცხოელი ინვესტორები ხშირად აწყდებიან რთულ პროცედურულ ბარიერებს, რეგისტრაციისას შეცდომებსა თუ შესაბამისობის ხარვეზებს, რომელთა თავიდან აცილება გამოცდილ ქართულ იურიდიულ კომპანიას საწყის ეტაპზევე შეუძლია.

როგორ უწყობს ხელს ბიზნესის ზრდა ძლიერი სამართლებრივი მხარდაჭერა?

სანდო იურიდიული კომპანია დახმარებით შერჩეული სწორი სამართლებრივი სტრუქტურა ამცირებს საგადასახადო ტვირთს, იცავს ინტელექტუალურ საკუთრებას, უზრუნველყოფს რეგულაციურ შესაბამისობას და ქმნის ეფექტურ ხელშეკრულებებს, რომელიც კომპანიის ურთიერთობების მდგრადობას ანიჭებს.

“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სხვადასხვა სამეწარმეო ფორმა შესაბამისი უპირატესობებით სარგებლობს. ამ კანონის სრული გაგება საწყისი ეტაპიდანვე ბიზნესს განვითარების სწორ ფარეხზე აყენებს.

ყოველი ბიზნეს სექტორის სამართლებრივი ჩარჩო, მათ შორის, ფინტექი, კრიპტო და უძრავი ქონება, მუდმივად ვითარდება. სამართლის ექსპერტები, რომელნიც ამ ცვლილებებს ადევნებენ თვალს, ბიზნესს კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებენ.

დასკვნა

საქართველო სთავაზობს ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ და ხელმისაწვდომ ბიზნეს გარემოს მთელ რეგიონში. ამის მიუხედავად, სწორედ კომპეტენტური სამართლებრივი მხარდაჭერა გადააქცევს შესაძლებლობას რეალურ შედეგად.

ქართული კორპორატიული, საგადასახადო და რეგულაციურ სამართალში სპეციალიზერებული იურიდიული კომპანია აჩქარებს ბიზნესის პროცესს და თავიდან არიდებს მას პოტენციურ ფინანსურ ზარალსა თუ სამართლებრივ რისკებს.

NOMOS GEORGIA არის ქართული იურიდიული კომპანია, რომელიც სპეციალიზდება კორპორატიულ და სამოქალაქო სამართალში, საინვესტიციო სამართალში, უძრავი ქონების სამართალში, ლიცენზიების მოპოვებასა თუ საგადასახადო სამართალში. კომპანია თანამშრომლობს, როგორც საერთაშორისო ინვესტორებსა და კორპორაციებთან, ისე ადგილობრივ ბიზნესებთან, რომელთაც და ბიზნესებთან, რომლებსაც ინდივიდუალურად მორგებული სამართლებრივი მხარდაჭერა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

სათაურები

კონსულტაციის ჩანიშვნა

ფორმის გაგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მომსახურების პირობებს.