ჩვენ შესახებ
სტრატეგიული პროფესიონალიზმი
ნომოს ჯორჯიას შესახებ
ვინ ვართ ჩვენ ?
ნომოს ჯორჯია არის თბილისში დაფუძნებული იურიდიული კომპანია ადგილობრივი და საერთაშორისო კვალიფიკაციით. ჩვენ სპეციალიზებული ვართ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ, კორპორაციულ (სამეწარმეო), საგადასახადო, შრომის, საინვესტიციო სამართალსა და დავების გადაწყვეტაში. ჩვენი უნიკალური და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა დაგეხმარებათ გადაჭრათ კომპლექსური და არასტანდარტული სამართლებრივი საკითხები ეფექტურად.
ვინ არის ჩვენი მომხმარებელი ?
ჩვენთან თანამშრომლობენ როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, ასევე, ფიზიკური პირები და ინვესტორები, რომლებიც ეძებენ სანდო იურიდიულ პარტნიორს სამართლებრივი პროცესების სამართავად.
რატომ ჩვენ ?
ჩვენი საერთაშორისო გამოცდილება და ღრმა სამართლებრივი კომპეტენცია დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები, განავითაროთ თქვენი ბიზნესი და აიცილოთ სამართლებრივი რისკები.
დაგვიკავშირდით დღესვე! მიანდეთ სამართლებრივი საკითხები პროფესიონალებს.
კონსულტაცია
გაიცანით დამფუძნებელი
ლიკა ცინცაბაძე
ნომოს ჯორჯიას დამფუძნებელი
ლიკა ცინცაბაძე – ნომოს ჯორჯიას დამფუძნებელი, სამართლის ექსპერტი და ადვოკატი. იგი სპეციალიზებულია სამეწარმეო, საგადასახადო, სახელშეკრულებო, საინვესტიციო და უძრავი ქონების სამართალში, დახმარებას უწევს ადგილობრივ კომპანიებს, სტარტაპებს, საერთაშორისო კორპორაციებს, უცხოელ ინვესტორებს, ფინანსურ ინსტიტუტებს და უძრავი ქონების დეველოპერებს სხვადასხვა კომპლექსური სამართლებრივი საკითხების გადაჭრაში.
სამუშაო გამოცდილება
ლიკა უკანასკნელი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა სხვადასხვა მოწინავე იურიდიულ კომპანიაში. მას სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს როგორც კერძო, ასევე, საჯარო სექტორში. ლიკა აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამართლებრივ კონფერენციებში, ბიზნეს ფორუმებში და სამიტებში საგადასახადო რეგულაციებსა და საინვესტიციო სამართლის მიმართულებით. ლიკა ცინცაბაძე 2017 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
განათლება
ლიკამ 2017 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 2020 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი კერძო სამართლის მიმართულებით. ლიკამ სწავლა განაგრძო საფრანგეთში, ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე. 2023 წელს სწავლობდა ბუცერიუსის სამართლის სკოლის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის პროგრამაზე.
ენები
ქართული
(მშობლიური)
ინგლისური
რუსული
გერმანნული
თურქული
უკუკავშირი
რას ამბობენ კლიენტები ჩვენზე
ჯოშუა ტრენტი
აშშ
ნეითან ასტონ
მეწარმე, გაერთიანებული სამეფო
ირაკლი ჟვანია
მმართველი პარტნიორი, Kudos Georgia
ნიკ დინი
ავსტრალია
ნონა ქარკუზაევა
იურიდიული თარჯიმანი, ესპანეთი
ნიკალა ქელბაქიანი
სარემონტო სერვისი, საქართველო
ახილ საჰუ
დიდი ბრიტანეთი
კრისტიან კაუფელდი
მეწარმე, გერმანია
შორენა გოგორიშვილი
ნოტარიუსი, საქართველო
ენდრიუ მიტელშტადტი
აშშ
ავი იაკობაშვილი
ისრაელი
ჯერი მესსი
ინვესტორი, შეერთებული შტატები
რაიან ოტტენს
ანტერპრენერი, აშშ
ექსპერტები
ჩვენი გუნდი
ლიკა ცინცაბაძე
ლიკა ცინცაბაძე – ნომოს ჯორჯიას დამფუძნებელი, სამართლის ექსპერტი და ადვოკატი. იგი სპეციალიზებულია სამეწარმეო, საგადასახადო, სახელშეკრულებო, საინვესტიციო და უძრავი ქონების სამართალში, დახმარებას უწევს ადგილობრივ კომპანიებს, სტარტაპებს, საერთაშორისო კორპორაციებს, უცხოელ ინვესტორებს, ფინანსურ ინსტიტუტებს და უძრავი ქონების დეველოპერებს სხვადასხვა კომპლექსური სამართლებრივი საკითხების გადაჭრაში.ლიკა უკანასკნელი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა სხვადასხვა მოწინავე იურიდიულ კომპანიაში. მას სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს როგორც კერძო, ასევე, საჯარო სექტორში. ლიკა აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამართლებრივ კონფერენციებში, ბიზნეს ფორუმებში და სამიტებში საგადასახადო რეგულაციებსა და საინვესტიციო სამართლის მიმართულებით. ლიკა ცინცაბაძე 2017 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
განათლება
ლიკამ 2017 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 2020 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი კერძო სამართლის მიმართულებით. ლიკამ სწავლა განაგრძო საფრანგეთში, ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე. 2023 წელს სწავლობდა ბუცერიუსის სამართლის სკოლის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის პროგრამაზე.
ლიკა ცინცაბაძე
დამფუძნებელი | Nomos Georgia
თეიმურაზ გვაზავა
თეიმურაზი გვაზავა არის Nomos Georgia-ს იურისტი, რომელსაც აქვს გამოცდილება
სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში და ძლიერი აკადემიური
საფუძველი. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს საქართველოს სამოქალაქო
სამართალს, კორპორატიულ მმართველობას, სახელშეკრულებო და შრომით სამართალს,
სამართლებრივ შესაბამისობასა და სასამართლო დავებს.
თეიმურაზი კონსულტაციას უწევს კომპანიებს, სტარტაპებს, ინვესტორებს, უძრავი
ქონების დეველოპერებსა და ფიზიკურ პირებს სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე,
როგორც კერძო პრაქტიკის, ისე საჯარო სექტორში მიღებული გამოცდილების
საფუძველზე.
თეიმურაზს წარმატებით აქვს ჩაბარებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის
საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის
სპეციალიზაციით.
განათლება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული
ფაკულტეტი (წარჩინებით)
კერძო სამართლის მაგისტრატურის სტუდენტი
ენები
ქართული | ინგლისური | რუსული
თეიმურაზ გვაზავა
იურისტი | Nomos Georgia
მაია ომანაძე
მაია ომანაძე არის Nomos Georgia-ს იურისტი, რომელსაც აქვს გამოცდილება სამოქალაქო,
ადმინისტრაციულ და ბიზნეს სამართალში. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს
სამოქალაქო და კომერციულ საქმეებს, რეგულაციურ და შესაბამისობის საკითხებს,
ასევე, ბიზნეს საქმიანობის სამართლებრივ მხარდაჭერას.
მაია ჩართულია საკანონმდებლო შესაბამისობის, ასევე უძრავი ქონებისა და
კომერციული დავების ფარგლებში მიმდინარე სამართლებრივ პროცესებში, როგორც
კერძო, ისე ინსტიტუციურ დონეზე.
მაიას წარმატებით აქვს ჩაბარებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის
საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის
სპეციალიზაციით და აგრძელებს პროფესიულ განვითარებას ბიზნეს სამართლის
მიმართულებით.
განათლება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული
ფაკულტეტი (წარჩინებით)
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – ბიზნეს სამართლის მაგისტრის კანდიდატი
ენები
ქართული | ინგლისური | რუსული
მაია ომანაძე
იურისტი | Nomos Georgia
ნათია ვაჩიბერაძე
ნათია ვაჩიბერაძე არის Nomos Georgia-ს ბუღალტერი, რომელსაც აქვს გამოცდილება სტრატეგიულ საგადასახადო დაგეგმვაში, ფინანსური არქიტექტურის ფორმირებაში, AML პოლიტიკის შემუშავებასა და ESG შესაბამისობაში. მისი საქმიანობა მოიცავს ფინანსურ და საგადასახადო დაგეგმვას, ბუღალტრულ აღრიცხვასა და წიგნათაღრიცხვას.
ნათია მონაწილეობდა საერთაშორისო ვაჭრობის სტრატეგიასთან დაკავშირებულ ფინანსურ ანალიზში და ჩართული იყო მნიშვნელოვან ინდუსტრიულ ღონისძიებებში, მათ შორის Machines Can See AI Summit-ში (დუბაი). იგი ასევე მიწვეული სპიკერი იყო Women CFO Saudi Arabia Conference 2025-ზე, ორგანიზებული Berkeley & MS Voice-ის მიერ, და შერჩეული იყო Women’s Entrepreneurship Expo-ზე 2024 და 2025 წლებში.
ნათია აგრძელებს პროფესიულ განვითარებას Export Consultants’ Mastery Program-ში მონაწილეობით.
განათლება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი (წარჩინებით)
Visionest Institute – Export Consultants’ Mastery Program (სრული დაფინანსება)
ენები
ქართული | ინგლისური | ესპანური | რუსული
ნათია ვაჩიბერაძე
ბუღალტერი | Nomos Georgia
ბლოგი
უახლესი ამბები